ძილი ნებისა


მოდი შევხდეთ ერთმანეთს, თუ გინდ ძილში. თუ გინდ რამოდენიმე წამით.  გამიღიმებ ისე თითქოს არც კი წასულხარ სადმე და მერე უბრალოდ მკითხავ - როგორ ხარ?! და მერე თუ გინდ გამომეღვიძოს. ჩემთვის ეგეც საკმარისი იქნება. მართლა ...


მოდი შევხდეთ ერთმანეთს, თუ გინდ ძილში ... უბრალოდ დამიძახე და შენი ხმის გაგონებაც საკმარისი იქნება. მერე თუ გინდ გამომეღვიძოს, მერე თუ გინს ისევ წვიმის, ან ქარის ხმა შემრჩეს ხელში, მერე რა, ის ხომ მაინც მემახსოვრება რომ დამიძახე... შენ დამიძახე.

მოდი, სიზმარში მაინც მოდი კიდევ ერთხელ. ვიცი დაგღალე კიდეც სიზმიდან სიზარში ყოველ ღამით ჩემთან ყოფნით და იქნებ სწორედ ამიტომაც არ მოდიხარ ცხადში მაგრამ... მაგრამ გთხოვ, კიდევ ერთხელ მოდი. მოდი თორემ ამ ღამეს თეთრად გავათენებ. თუმცა არა, რომ გავათენო ეგებ მოსვლა გინდოდეს. ეგებ გინდოდეს ჩემი ნახვა, ჩემთვის გაღიმება, ჩემი დაძახება ... იქნებ

მოდი, თორემ ამაღამ გარეთ გამოვალ შენს საძებნად, აი ასე, უქუდოთ, უქურთუკოთ და უმისამართოდ...

მოდი, მოდი თორემ შენი მონატრება კიდე უფრო მაყვარებს შენს თავს

მოდი, მოდი თორემ უშენობით დამაყრუებელ სიჩუმეში შენი ხმის ვერცხლიც მომენატრა. სიზმად მოდი. მოდი და თუ გინდა უბრალოდ თვალებში ჩამხედე ... თუ გინდა უბრალოდ, აი ასე უბრალოდ მოდი ... უბრალოდ მოდი... მართლა ...

Comments

  1. :((( მოდი ძალიან გთხოვ, სიზმრად მოდი... სულ ერთი წამით... ვიცი რომ მხედავ,ვიცი რომ გესმის.. უბრალოდ მოდი... წამით მოდი.. რომ გიგრძნო...:((

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts