მიყურე

გამოღვიძებულს შენი პომადის ღამენათევი გემო ისევ შემრჩენია. გძინავს, ჯერ კიდევ ცურავ დილის სიზმრის ფაფუქ ღრუბლებში. შიგნით, სირღმეში იფლები და საფხიზლეთისკენ გზაც არ გახსოვს. მზის სხივი გადმოცოცდა ზეწრიდან შენს მოღეღილ მკერდზე. ნელა, აუჩქარებლად იკვლევს გზას შენი სახისკენ. არსადაც არ ეჩქარება, მისხალ მისხალ,თითოეულ წერტილს გულდასმით ათვალიერებს. უხილავი თითებით გრზნობს შენი მზით გარუჯული, ჯერ კიდევ მხურვალე კანის ხავერდოვნებას. ზღვასავით "ნაგლი" და თავნება არ არის, ურცხვად რომ გიპყრობს და ხარბად ეუფლება შენს სხეულს. ის გსწავლობს, გიკვლევს, გცნობს და ჯიუტად მიცოცავს ზემოთკენ. 
ხომ არ გამებუტე ნეტავ გუშინ? მეც ასე დავთვერი შენით და შენი გაბუტული ტუჩები ჩემი შეჩერებისთვის ნამდვილად სუსტი არგუმენტი იყო. მითუმეტეს რომ თვალებმა გაგყიდეს. ხელებმა არ უარმყვეს და ტუჩებმა მიმიღეს. მზით დამუხტული სხეული  გიხურდა. ცახცახებდა და მწიფე ნაყოფივით იზიდებოდა დამამძიმებელი, უკვე ზედმეტად გცეული სამოსიდან. ეს არ იყო ვენერას დაბადება. ეს ამორძალის დამორჩილებას უფრო ჰგავდა. სამყარო შეჩერდა, ჩაჩუმდა, ჩამოწვა, ჩადუღდა…
გძინავს. მზის სხივი კი ისევ ჯიუტად მოცოცავს შენი სახისკენ. შენ კი ასე ურცხვად მიგიშვეროა მკერდი. საკმარისია. ფარდის ერთი მოძრაობა და მისი თავნებობა დასრულდება. აი ასე. არ ვიცი, სხივის გაქრობა

იგრძენი თუ ფარდის შრიალმა შეგაკრთო. მხარი იცვალე. ბალიშ ჩაფრენილმა რაღაცაზე გაიღიმე და ისევ გაისუსე. ზის სხივი უშედეგოდ ებჯინება ფარდებს…
იკმარე სიზმრის ღრუბლებზე წოლა?!  ცალი ხელი ისე გაშალე თითქოს რაღაცის ჩვენება გინდოდა. ცალით კი ჩამოშლილი თმები გადაიწიე საფეთქელზე… გაიზმორე, გაიჭიმე საწოლზე. კუნთები რაც ძალი გქონდა დაძაბე, წამით გაიტრუნე და მერე თითქოს ვიღაცამ შენს ხელებზე გამობმული უჩინარი ძაფები მოუშვა. მოეშვიი. პირველ ამოსუნთქვას სიზმრის ნატამალიც ამოაყოლე და ნაბახუსევი მზერით დამიწყე ძებნა…


“მმმ…დილამშვიდობიიისს”
“დილამშვიდობისაა”
“აუუ, რა გემრიელად მეძინაააა, შენ?”
…..
“ნუ მიყურებ მასეეეეე…..”
“აბა  როგორ?”
“რა ვიცი….სხვანაირად…ისე რომ არ გავწითლდე… ასე რო მიცქერ მგონია მთლიანად მაშიშვლებ”
“ და რატო წითლდები?”
“რა ვიცი… ისე მიცქერ!”
“მაშინ დავხუჭავ თვალებს”
“მმმ.. არაა, არ დახუჭო. მიყურე…. “

Comments

  1. <3 საყვარელი

    ReplyDelete
  2. ვაიმეე....
    გამაჟრიალა..
    რა მაგარი იყო.

    ReplyDelete
  3. მდაააა

    ნამეტანი რომანტიულ-დამტკბარ -დამურაბებული - ჩაშაქრებულ- დატკბილებულია, მაგრამ მომეწონა კი:))
    თითებიც გავილოკე:))

    ReplyDelete
  4. აუ ისევ გადავიკითხე.
    ძალიან მაგარია.

    ReplyDelete
  5. :) გაიხარეთ :) დიიიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  6. კიდევ გადავიკითხეე, დაა Da-v-iD კაცებიც თუ ასე ნამეტანი გრძნობდნენ არ მეგონა:))

    ReplyDelete
  7. gadavikitxe 27 jer-dzalian lamazi sityvebi grdznobebi da yvelaperi gadmocemulia sheudareblad :* Ell

    ReplyDelete
  8. ra male damtavrda :D:D:D:D:D mere ra moxda? :D:D:D:D:D:D:D BeSus_K

    ReplyDelete
  9. dasasrulma gaminela kitxvis dawyebit gamowveuli emocia... meuxesha... sheidzleba me ar miyvars gawelili da metichruli frazebi. ar miwyinot, magram mgonia bevrad ufro amagelvebelia imis agwera, tu rogor uyurebs siyvarulit gatanguli ori wyvili tvali ertmanets, vidre gawelili frazebis gadmocema....
    P.S. mesame chanaxatia rac wavikitxe, momwons ... (kritikosad ver gamovdgebi, tavs ufleba miveci mxolod metqva is, rac gavifiqre :))

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი