Posts

Showing posts from June, 2010

მიყურე

Image
გამოღვიძებულს შენი პომადის ღამენათევი გემო ისევ შემრჩენია. გძინავს, ჯერ კიდევ ცურავ დილის სიზმრის ფაფუქ ღრუბლებში. შიგნით, სირღმეში იფლები და საფხიზლეთისკენ გზაც არ გახსოვს. მზის სხივი გადმოცოცდა ზეწრიდან შენს მოღეღილ მკერდზე. ნელა, აუჩქარებლად იკვლევს გზას შენი სახისკენ. არსადაც არ ეჩქარება, მისხალ მისხალ,თითოეულ წერტილს გულდასმით ათვალიერებს. უხილავი თითებით გრზნობს შენი მზით გარუჯული, ჯერ კიდევ მხურვალე კანის ხავერდოვნებას. ზღვასავით "ნაგლი" და თავნება არ არის, ურცხვად რომ გიპყრობს და ხარბად ეუფლება შენს სხეულს. ის გსწავლობს, გიკვლევს, გცნობს და ჯიუტად მიცოცავს ზემოთკენ.  ხომ არ გამებუტე ნეტავ გუშინ? მეც ასე დავთვერი შენით და შენი გაბუტული ტუჩები ჩემი შეჩერებისთვის ნამდვილად სუსტი არგუმენტი იყო. მითუმეტეს რომ თვალებმა გაგყიდეს. ხელებმა არ უარმყვეს და ტუჩებმა მიმიღეს. მზით დამუხტული სხეული  გიხურდა. ცახცახებდა და მწიფე ნაყოფივით იზიდებოდა დამამძიმებელი, უკვე ზედმეტად გცეული სამოსიდან. ეს არ იყო ვენერას დაბადება. ეს ამორძალის დამორჩილებას უფრო ჰგავდა. სამყარო შეჩერდა, ჩაჩუმდ…