Posts

Showing posts from December, 2010

ფრთები

Image
მინდა გავფრინდე, მინდა ქარი ვიგრძნო ფრთებით...
 მინდა კამარა შევკრა ცაში და მკვეთრად წავიდე ღია, უღრუბლო, მუქ-ლურჯ ზეცაში. სიმაღლე ავიღო, მარლა მაღლა ავფრინდე. თვალი ვაწვდინო როგორ მრგვალდება დედამიწის კიდეები. როგორ იქცევა ხმელეთი ზოლად, ზღვა უზარმაზარ სარკედ და როგორ ეპარება ლურჯი სიცივე ჩემს ფრთებს. შემდეგ ტყვიასავით მოვწყდე, ფრთები მოვკეცო და ქვემოთ დავეშვა, შემდეგ ნელინელ, ფრთხილად გავშალო ფრთები და წყლის ზედაპირს თითქმის დანარცხებულმა გეზი ვიცვალო ჰორიზონტისკენ. მინდა ზღვის ზედაპირს ძალიან, ძალიან ახლოს გავუქროლო და ფრთის კიდით გაპობილი ტალღის კვალი დავტოვო. მერე სისწრაფე ავკრიფო, ძალიან, ძალიან მკვეთრად და ....გავუჩინარდე, გავითქვიფო, გავიცრიცო, გავილიო ღამეში. აი ისე ჩუმად და წყნარად.. როგორც ღამის რღუბელი.

მე აქ ვარ!

Image
გამარჯობა, ეს მე ვარ. მოვედი

თურმე გეძებდი, როგორ მომნატრებიხარ. გიცქერ და ვხვდები რომ შენზე ყურება წყლიდან ამოყვინთული ადამიანის ხარბად ჩაყლაპულ ბღუჯა ჰაერს ჰგავს. ვერ ვძღები, თუმცა არ მინდა შევიმჩნიო. გიცქერ და ვერ ვხდები სად გაქრა ეს ერთი წელი. სად წავიდა ჰა? წელი? იქნებ არც ყოფილა? იქნებ ამ სკამზე უბრალოდ ჩამეძინა და უბრალოდ, აი ასე უბრალოდ ერთი დღის მერე, საღამოს მომაკითხე? სად გაქრა ამდენი “აღარ, აღარასოდეს, არასდროს” სად?