Posts

Showing posts from July, 2009

საინტერესოა

საინტერესოა მართლაც.
რას გრძნობენ როცა ამბობენ რომ აღარ მიყვარსო. არა, მე მესმის როცა ამბობ არ მიყვარს-ანუ არ მყვარებია არასდროს და ახლაც არ მიყვარსო. მაგრამ ფრაზა აღარ მიყვარს. მეტადრე სიტყვა ა ღ ა რ ... რაღაც ყურით მოთრეული და ტყუილი მგონია. ბავშვური მსჯლობაა? შესაძლოა. მაგრამ რას იზამ. მართლა მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. არის ბევრი ჩამონათვალი სიტყვებისა რომელიც მას საკმაოდ კარგად ართვის.
მაგალითად:
ვსვამდი - აღარ დავლევ,
ვხატავ - აღარ დავხატავ,
მივდიოდი და აღარ წავალ,
მომწონდა და აღარ მომწონს,
ვსუნთქავ და აღარ ვსინთქავ - ბოლოსდაბოლოს... მაგრამ აღარ მიყვარს?! აღარ?
ალბათ ამ ღამით ალბათ ამაზე მაინც ვერ ვიპოვი პასუხს...


თოვს...

Image
გვიანი ღამეა.
გარეთ თოვს.
საბანში გახვეულს ისე საყვარლად გძინავს რომ თვალს ვერ გაშორებ. ოთახში არაფერი ისმის, არაფერი - შენი სუნთქვის გარდა. ხო, მარტო შენი. იმიტომ რომ მე თითქმის აღარ ვსუნთქავ. შენ გისმენ - შენს სუნთქვას, შენს გულისცემას. დრო და დრო შენი ტუჩის კუთხეებში შემალული ღიმილი იღვიძებს და სახეს საამო ტალღა გადაუვლის. ალბათ გესიზმრება რაიმე ტკბილი და თბილი, ისეთი როგორიც ჩვენი ერთად გატარებული საღამო იყო. გარეთ თოვს, დიდი ფაფუკი ფანტელებით. მიყვარხარ… ჩემი ტუჩები ძალაუნებურად იმეორებენ ამ სიტყვას. თითქოს არ სჯერათ რომ ცხადში ხდება ეს ყველაფერი და თავის დასარწმუნებლად თავადმე იმეორებენ… თუმც ახლაც გრძნობენ შენი ბაგის სიტკბოს. მიყვარხარ…მიყვარხარ…