Posts

Showing posts from May, 2012

შემდეგ

Image
დიდი, ხალხმრავალი წვეულება, კარგი განწყობა, მუსიკა, სიცილი, მხიარული ისტორიები, ჭიქების ჭახუნი, ლუდის და არყის გემო, ცეკვა, მუსიკა, ხმაური, სიმღერა, სიგარეტის ბოლი, სადღეგრძელოები, ფოტოაპარატის ნათებები, ისევ მუსიკა...

წვეულება მთავრდება. ტაქსს სადარბაზომდე მოჰყავხარ
 კიბეებს ღიღინით მიყვები.
 ხელში გასაღებების ასხმა ჟღარუნობს.
კარებს აღებ,
შუქს ანთებ,
შემოდიხარ,
ფეხსაცმელს იხდი,
საწვიმარს სავარძელზე აგდებ,
გასაღებს მაგიდაზე,
საფულეს თაროზე,
მაისურს იხდი,
ჯინსის საკინძეს იხსნი,
დივანზე ჯდები,
შიშველი ფეხებით გრძნობ იატაკის სიგრილეს,
გსიამოვნებს,
საათის სამაჯურსაც იხსნი და ....

და უბრალოდ შეშდები.

აღარ იძვრი, არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, არც ერთო ჟესტი...

და როცა შენი სხეულის მოქმედებისაგან გამოწვეული ხმაური ქრება ...

ზიხარ და გრძნობ როგორ გაწვება ყურის ბარაბნებში ის რაც ოთახში შენზე უფრო მეტია. ის რაც შენს მოსვლამდეც იყო და არც შენი მოსვლის შემდეგ შეცვლილა

გრძნობ თუ როგორ გაწვება და გსრისავს, ის გაცილებით უფრო გრილია ვიდრე იატაკი, რომელსაც შენი ფეხები გრძნობს. ის გაცილებით უფრო დიდია ვ…