Posts

Showing posts from December, 2009

თოვლი მოვა

Image

თოვლი მოვა, ალბათ.

Image
დღეს ისევ დასავლეის თბილი ქარი უბერავდა. აი ისეთი, სახეზე რომ გეალერსება და ძალაუნბურად ღიმილს გგვრის. საახალწლოდ გამოპრანჭულ ქუჩებში დავდიოდი. ყველაფერი ციმციმებს, ათას ფერად იღვრება. სასეირნო ამინდი იყო და ეს ქარიც... ძალაუნებურად მხრებს ვიჩეჩავ, ნიკაპს მხარზე ვაფხან და იქეთ ვიხედები საითაც შენ იდექი ხოლმე, მარჯვნივ. ამბობდი-მარცხნივ დგომა არ მიყვარსო... ახლა კი მარჯვნივაც სიცარიელეა და ირგვლივაც. მხოლოდ თბილი ქარია...
თოვლი მინდა. თოვლი. თეთრი ფაფუკი, დიდი ფანტელები ცხელ სახეზე რო მასკდება და მადნება. ზამთრის სუსხი მინდა. სითეთრე მინდა და გაუკვალავი თოვლი. თოვლის სიჩუმე და მდუმარება. არ მინდა ეს თბილი ქარი. ის ხომ იქეთკენ მახედებს სადაც შენ არ ხარ.

ძნელია იყო  იქ, სადაც ვიყავით ორნი. საოცრად აუტანელია ქალაქიც და გარემოც,  გარემო სადაც შენ ტრიალებდი და რომელიც ახლა კატასტროფულ სიცარიელეს-სიმშრალეს განიცდის. ყურს შენი ვერცხლის სიცილი აკლია...
 სასაცილოა და ცოტათი სევდიანი. თან ეს ქარიც.. ოო როგორ თბილა...
შორიახლოს გიტრიალებ, პატარა ბავშვივით ვიქცევი და ჩემს თავზე მეცინება. გიტრიალებ და თით…