Posts

Showing posts from January, 2010

ყორნისფერ ფაფრიანი

Image
შავი, ყალყზე შემდგარი, ყორნისფრად ბზინავი ფაფრიანი ამაყი რაში მკერდით აპობდა ხორბლის თავთავების მღელვარე ზღვას. ჭენებით დაღლი, დაჭიმულ კუნთებს ოხშივარი ასდიოდა. ღამის გრილ ქარს ადევნებული გნეშოდა და ფრუტუნებდა. ორ ფეხზე დგებოდა და გამსჭოლი ჭიხვინით გასძახოდა ფერდობის ბოლოს, ძველ მუხასთან ობლად მდგარი ოდიდან გამოსულ სინათლეს. ადრე იქ ცხოვრობდა. მაგრამ გაიქცა. შეეშინდა. შეეშინდა რომ დადაღავდნენ. რომ ლაგამს ამოუჩრიდნენ პირში და მოუჭერდნენ. რომ უნაგირს დაადგამდნენ და გახედნიდნენ.
გაიქცა. ბევრი სდიეს, ბევრჯერ ეცადნენ დაებრუნებინათ მაგრამ გაქრა, გაუჩინარდა.
ფიქრობდა რომ ქარს ადევნებული იქეთ უფრო თავისუფალი იქნებოდა, უფრო ლაღი და უფრო უდარდელი.