Posts

Showing posts from March, 2010

ტბა

Image
რბილად იარე, მსუბუქად. შენ ხომ ფეხქვეშ ჩემი ოცნებები გიგია.

თვალებში ნდობის ტბა დაშრა. იქ მხოლოდ მშრალი მზერაა.
ეს გრძნობა უკვე მიტოვებული, მივიწყებული თოჯინაა რომლის გარეშეც ნაბიჯს არ დგამდი, არ სუნთქავდი, არ არსებობდი. ახლა კი არც იცი სად მიაგდე და როდის მოხდა ეს.

სიცივე არ არის. ეგ მოახლოებული სიცარიელეა. ის გსუსხავს.


როცა მიზეზები ილევა სიჩუმე ყველაზე მყარი არგუმენტია.