Posts

Showing posts from October, 2009

მახსოვს...

Image
რა მახსოვს?! მახსოვს საგულდაგულოდ შეფუთულს რომ მდებდნენ მურთაქასავით ციგაზე და მიმასრიალებდნენ ფაფუკ თოვლში. ცხვირით ვგგძნობდი ზამთრის სუსხს და ჰაერის სიწმინდეს. ხო, მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა. მახსოვს თოვლისთვის მინდოდა შემეხო ხელი, მაგრამ ვერც კი ვექანებოდი. შეფუთული ვიდევი ციგაზე. მერე გათლილ ჯოხზე წამომჯდარ შაქრის მამალოს მიყიდნენ და ხელში მომაჩეჩებდნენ. ხო, რა ვიცი რად მინდოდა… მარტო თვალები და ცხვირი მიჩანდა… მამალოს მერე მამაჩემი უსწორდებოდა… მე კი მიკვირდა რამოდენა ყოფილა თურმე ცხენი, არადა წიგნში სულ ერთიციდა იყო… ახლა კი ციგაზე დადებული ქვემოდან ზემოთ ვუმზერდი...



ესავტოვერდამყავდა. ძალიანმძიმეიყო. ისეთივეროგორცჩემიბაღისდამლაგებლის, ფოთოლასხასიათი. დიდიიყო, მასიური, ცივიდამძიმე... მაგრამმაინცპირველიმანქანაიყო... დამლაგებელიც...


მახსოვს ფოტო სალონში მიმიყვანეს. ბნელოდა. მუქი ლურჯი ფარდის წინ დიდი, გაქექილი სავარძელი იდგა. ამ სავარძელზე დამაყენეს. დედამ  თმა რუდუნებით გადამივარცხნა. მომაწესრიგა. ზედა გამისწორა და როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო მომშორდა და ისე შემხედა…

ჩემი ოთახი

Image
ოთხში ხის სუნი დგას. დაღლილი ჩამოვჯექი ლოგინის კიდეზე და ნაცნობ კედლებს მოვავლე მზერა. აქ არაფერი შეცვლილა. დრო თითქოს არც გასულა.თითქოს ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი დაძინებამდე ჭერზე რო აცეცებდა ფართოდ გახელილ თვალებს და ოდნავ დაბზარულ, ალაგ ალაგ ჩამოყრილ თეთრ საღებავზე გაჩენილ ბზარებში ცოველების, ხეების, ზღაპრის გმირების სილუეტების ამოცნობას სცდილობდა. მზით გამთბარი, გაღუღუნებული საბანი. ეზოში ხეტიალით დაღლილი ფეხის კუნთების სასიამოვნო ბჟუილი . სასტუმალთან ანთებული ბრის კედელზე აწოლილი ლანდი და ღია ფანჯრიდან შემოსული მიჩუმებულ ქუჩაზე ჩავლილი მანქანის შორეული ხმა. წევხარ და გრძნობ თუ როგორ იძირები მოგონებებში. რომლებიც ისეთივე თბილი და სასიამოვნოა როგორც შემოდგომის მზით გამთბარი საბანი.. აქ იწექი როცა მაღალი სიცხე გქონდა და მთელი ღამით წარბებშეყრილი, წელში მოხრილი ბებო დაგფუსფუსებდა და შუბლზე ტილოს გიცვლიდა. აქ ემალებოდი გუდიანს და საწოლიდან ფეხის გამოყოფაც გეშინოდა. სწორედ აქ იწექი როდესაც პირველ სიყვარულს უძლებდა გული. სკოლიდან მოსული ერეოდი მოძალებულ ფიქრებს და ვერ გაგერკვია რა იყო …