Posts

Showing posts from February, 2010

თითქმის

Image
თითქოს მივეჩვიე უშენობას. იმას რომ არ ხარ, არ გეხები, არ გესაუბრები.
არა და შენს სმს-თან ერთად სიმშვიდის ის საოცარი გრძნობა მოდის რაც შენს არსებობაზე დასმულ, სიგარეტის კვამლივით ხელუხლებელი კითხვის ნიშნის გაქრობას მოსდევს.
თითქოს არც ეგ მინდა. აღარ გნატრულობ, აღარ გეძებ, აღარ მახსოვხარ.
მაგრამ ერთი პატარა სმს-ით ეს ყველაფერი იმსხვრევა და ლღვება.
დიდი ბურთის მეორე მხარეს შენ ხარ. არა ჩემი. მაგრამ შენ. ათასგზის უარყოფილი და კვლავაც ვერგანკვეთილი.
თუ ეს მე ვარ?!
თუ ეს მე ვარ? მაშინ საშველი არ ყოფილა. ან უნდა გავიქცე. ან კიდე შევხდე და ვაღიარო. ვაღიარო რომ შენ მე ვარ...
და მერე რა? შეიცველბა რაიმე ამით? ალბათ შეიცვლება.
სიმშვიდე ხომ ადრე თუ გვიან უნდა მოვიდეს?! თუ ეგ ქარიშხლის მერე ხდება?
ეგ ქარიშხლის მერეა ცა ლურჯი და ჰაერი ბროლივით გამჭვირვალე? თუ მანამდე?


არადა. თითქმის მივეჩვიე

თოვლი მოვა

Image
დღეს ისევ დასავლეის თბილი ქარი უბერავდა. აი ისეთი, სახეზე რომ გეალერსება და ძალაუნბურად ღიმილს გგვრის. საახალწლოდ გამოპრანჭულ ქუჩებში დავდიოდი. ყველაფერი ციმციმებს, ათას ფერად იღვრება. სასეირნო ამინდი იყო და ეს ქარიც...
ძალაუნებურად მხრებს ვიჩეჩავ, ნიკაპს მხარზე ვაბხან და იქეთ ვიხედები საითაც შენ იდექი ხოლმე, მარჯვნივ. ამბობდი-მარცხნივ დგომა არ მიყვარსო... ახლა კი მარჯვნივაც სიცარიელეა და ირგვლივაც. მხოლოდ თბილი ქარია...

თოვლი მინდა. თოვლი.
თეთრი ფაფუკი, დიდი ფანტელები
ცხელ სახეზე რო მასკდება და მადნება. ზამთრის სუსხი მინდა. სითეთრე მინდა და გაუკვალავი თოვლი. თოვლის სიჩუმე და მდუმარება. არ მინდა ეს თბილი ქარი. ის ხომ იქეთკენ მახედებს სადაც შენ არ ხარ.
ძნელია იყო  იქ, სადაც ვიყავით ორნი. საოცრად აუტანელია ქალაქიც და გარემოც,  გარემო სადაც შენ ტრიალებდი და რომელიც ახლა კატასტროფულ სიცარიელეს-სიმშრალეს განიცდის. ყურს შენი ვერცხლის სიცილი აკლია...

 სასაცილოა და ცოტათი სევდიანი. თან ეს ქარიც.. ოო როგორ თბილა...

შორიახლოს გიტრიალებ, პატარა ბავშვივით ვიქცევი და ჩემს თავზე მეცინება. გიტრიალებ…