Posts

Showing posts from November, 2009

დასავლეთის ქარი

Image
გარეთ უჩვეულოდ თბილი ქარი ქროდა. სადღაც შორიდან მოჰქონდა მოგონების ნაფლეთები და სახეზე მეალმურებოდა. მიუხედავად იმისა რომ ავანზე ოთხი ადამიანი საუბრობდა, გავითიშე. თითქოს მოვწყდი იქაურობას და გავირიყე სადღაც. ვერ ვიტყვი რომ ეს პირველად მოხდა. ასე ხშირად მემართება როცა დასავლეთის ქარი უბერავს.





ეს ის ქარია ბავშვობაში ოცნებების იალქანს რო ბერავდა და შორეთში მიაქროლებდა. დავჯდებოდი ხოლმე აივანზე მთვარიან ღამით და მივემართებოდი იქეთკენ, სადაც  ულამაზესი მდელოებია. ამაყ მთებზე შემოკლაკნილი ლამაზი გზები. კოშკები, ტბები. მერე კი გაივაკებს. მჩქეფარე მდინარეც დაწყნარდება და დიდ ოკეანეს შეუერთდება.





 იქეთკენ სადაც ულამაზესი ქალაქებია სადაც საოცარი სიტორიები მელოდა და რაღათქმაუნდა ყოველი ამ ისტორიის გამარჯვებული გმირი მე ვიყავი.




იქ ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლელია. უღალატო და ბავშვურად ალალი.




 ყველაზე საოცარი კი ის არის რომ თითქოს ამ ქარს რაღაც საოცრად ლამაზი. ჩუმი, მაგრამ გულამდე ჩამწვდენი მუსიკაც მოყვება. არა, მისი გადატანა ნოტების ფურცელზე შეუძლებელია. ის მხოლოდ უჩინარ სიმებზე აიკრიფება წვიმის წვეთ…