გაზაფხული იგვიანებს

გაზაფხული იგვიანებს. ფეხს ითრევს. უხასიათო ბავშვივით კუთხეში იმალება და არც მის ატმის ყვავილივით ლამაზ სახეს აჩენს და არც მის აფეთქებული კვირტების დარ კაბას. გაბუტულია. ის კი არ იცის რომ მალე ზაფხული მოვა და ხარხარით გადაურბენს წინ. უკვე აღარავის ემახსოვრება მისი სინაზე, სინორჩე, სითბო და დარჩება ასე კუთხეში მიმალული და იტირებს ვაზის ცრემლებით.


- მშვენიერი დღე იყო. დილით წავედით, ღია ბარში ყავა დავლიეთ. მერე მზემ გამოანათა, ბევრი ვისეირნეთ. ეშმაკის ბორბალზე ვიკატავეთ. ნაყინიც კი გავსინჯეთ. მართალია ჯერ მაინც ადრეა სანაყინედ. მაგრამ მაინც, მონატრებულზე კაი იყო. ბევრი ვიბოდიალეთ. ბოლოს მოგვშივდა და იქვე, პიცერიაში შევედით. აუ რა მაგარი პიცა იყო იცი? ძალიან მაგარი. მერე საერთოდ დავიშოკე. ოფიციანტმა ვარდები მოგვართვა, ადმინისტრაციისაგანო. გაასწორა. მერე ცოტა დავლიეთ და ისევ ფეხით გავყევით. საღამო და რამე ხო აზრზე ხარ არა!? მერე მივაცილეთ

- ეს იყო მთელი დღე?
- ხო ეს იყო აბა!?
- რაღაც აკლდა შენს მონაყოლს.
- რა აკლდა? ყველაფერი მოგიყევი, ყველა დეტალი
- ხო, დეტალები მომიყევი მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ერთი მთავარი დეტალი, გრძნობა აკლდა...
- დაჟე მთავარი? აბა რომელი?
- სიყვარული აკლდა.

უცნაურ დროს იცის მოსვლა. უბრალოდ მოვა, გვერდით მოგიჯდება და რაც არ უნდა უტიფარი იყო ისე დაჟინებულად მოგაჩერდება თვალებში, ისე ბოლომდე ჩაგხედავს შიგ, ღრმად და როცა იპოვის... აი ასე უბრალოდ გაეღიმება და... იგივე დიდი, ლამაზი თვალებით გეტყვის რომ... ხო ხედავ არა!?... აქ არის!

მზე დასავლეთით მიდიოდა. აუჩქარებლად. ზღვის გავლით მიდიოდა. გაზაფხული კი კუთხეში იდგა გაბუტული ბავშვივით და არც კი უნდოდა იქედან გამოსვლა. არც კი უფიქრია იმაზე რომ ეგებ ვინმეს ჭირდებოდა მისი მოსვლა...

„ყოველი ადამიანი, ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა და ავად ხდება“ ფრედერიკ ბეგბედერი. „99 ფრანკი“

Comments

  1. ჩემთვისაც არაერთხელ ჩაუხედავს თვალებში მონატრებას. მაართლა მასეთი მზერა აქვს! ძნელია

    ReplyDelete
  2. მმმ <3
    მომეწონა!
    99 ფრანკის წაკითხვა როგორ მინდაა :შ
    არადა ფილმი ნანახი მაქვს და მომწონს ძალიან!:შ

    ReplyDelete
  3. აქაურობა რაღაცნაირად მიყვარს, კარგი პოსტებია, მაგრამ ახალს ვეღარაფერს ვპოულობ:( და ისევ ძველ ჩანაწერებს უკვე მერამდენედ ვკითხულობ:)

    ReplyDelete
  4. მართალია ძველი პოსტია, მაგრამ წლევანდელი გაზაფხულისათვისაც შესაბამისია..
    ,,გაზაფხული კი კუთხეში იდგა გაბუტული ბავშვივით და არც კი უნდოდა იქედან გამოსვლა. არც კი უფიქრია იმაზე რომ ეგებ ვინმეს ჭირდებოდა მისი მოსვლა..." :) მოდი,მოდი გაზაფხულო...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts