...


უშენოდ მე მგონი მოვკვდები.
"უშენოდ" - ცივ ზამთარს ჰგავს.
უშენოდ ცხოვრება ემსგავსა
უფერო, უგემო, მტკნარს.
..........................................
შემოდი, მე არ მსურს რომ ისევ
გათენდეს უშენო ხვალ
შემოდი, ჩემი მზე გაათბე.
მოდი, მსურს მიწამო კვალ.
..........................................
გულო - ქე ჩადექ საგულეს..
ფიქრო -  ქე გაჰყევ ქარს.
თვალო - შენ ერთი მეურჩი.
სულო და შენ ისევ გწამს?!
.........................................
მივკაფავ, მივმარგვლავ, მივიკვლევ, 
უღრან და უსიერ ფიქრს.
უშენოდ, უმიზნოდ, უმსგავსოდ
გათენებაც რომ ჭირს.
..........................................
უშენოდ მე მგონი მოვკვდები.
მე მგონი "უშენოდ" მკლავს
...........................................





Comments

  1. ძალიან ლამაზია... ძალიან საინტერესო.
    სურათებმა ძალიან მომხიბლა. )))

    ReplyDelete
  2. ulamazesi leqsia... sagol avtor...

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგია....

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე