ფრთები

მინდა გავფრინდე, მინდა ქარი ვიგრძნო ფრთებით...
 მინდა კამარა შევკრა ცაში და მკვეთრად წავიდე ღია, უღრუბლო, მუქ-ლურჯ ზეცაში. სიმაღლე ავიღო, მარლა მაღლა ავფრინდე. თვალი ვაწვდინო როგორ მრგვალდება დედამიწის კიდეები. როგორ იქცევა ხმელეთი ზოლად, ზღვა უზარმაზარ სარკედ და როგორ ეპარება ლურჯი სიცივე ჩემს ფრთებს. შემდეგ ტყვიასავით მოვწყდე, ფრთები მოვკეცო და ქვემოთ დავეშვა, შემდეგ ნელინელ, ფრთხილად გავშალო ფრთები და წყლის ზედაპირს თითქმის დანარცხებულმა გეზი ვიცვალო ჰორიზონტისკენ. მინდა ზღვის ზედაპირს ძალიან, ძალიან ახლოს გავუქროლო და ფრთის კიდით გაპობილი ტალღის კვალი დავტოვო. მერე სისწრაფე ავკრიფო, ძალიან, ძალიან მკვეთრად და ....გავუჩინარდე, გავითქვიფო, გავიცრიცო, გავილიო ღამეში. აი ისე ჩუმად და წყნარად.. როგორც ღამის რღუბელი.

შემდეგ კი იმედიანი, თბილი, სავსე მზის სხივებით დავბრუნდები... დავბრუნდები .... დავბრუნდები...
ძალიან მინდა... და რა ძნელია რომ ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ფრთების გარეშე... თუმცა... ფრთები ხომ ჯერ კიდევ მაქვს... კი მაქვს. მართალია დაიმტვერა ცოტათი, ოდნავ გახუნდა კიდეც. მაგრამ ერთი ორი შექნევა და ისევ იელვებს...



P.S  Я не полечу на закат. Я полечу за тобой !!!

Comments

  1. Но я сорвусь с земли, словно пес с цепи,
    И поднимусь к облакам.
    И я войду в облака.
    Моя страна далека, но я найду тебя там.
    О, картонные крылья -
    Это крылья любви.
    ძააააალიან მაგარია -როგორც ყოველთვის
    :****

    ReplyDelete
  2. :) ganwyoba mogaqvs. kargia

    ReplyDelete
  3. WOOOOOOOOOOOOOWWWWWWWWWW:)))))))magari xaaaarrrr

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts