სარა ბარა ბზია ბზოი

გულს ხომ ასე ცოტა ყოფნის... რომ გათბეს...
მეორე კვირაა გეჩხუბები. თუმცა შენთვის არაფერი მითქვამს. მეორე კვირაა გიწყრები. თუმცა ეს უფრო საკუთარ თავთან კამათს გავს. ისევ და ისევ, არგუმენტ დამსხვრეული, ფაქტ გახუნებული, მაინც იმას ვუბრუნდები რაც ისედაც კარგად ვიცოდი. უბრალოდ კიდევ ერთხელ მიწევს ამის აღიარება.

აღიარება იმისა რომ წარმოუდგენლად ძნელია ხოლმე შენთან ურთიერთობა. საოცრად მავნე, აბეზარა, ნერვების ამწეწველი ხარ. ზოგჯერ შენი საქციელი საკმარისია იმისთვის რომ სამყარო ამოვატრიალო შიშველი ხელებით და დაუფიქრებლად დავფერფლო. ზოგჯერ ისეთი ცივი ხარ რომ მიკვირს კიდეც ჩქეფს თუ არა შენს ძარღვებში თბილი სისხლი. შენს სიჯიუტეს ჭკუიდან გადავყავარ. სისხლი მიდუღდება როცა ჯიუტად ამტკიცებ იმას რაშიც თავადაც დარწმუნებული ხარ რომ სიცრუეა. კბილმტკივანი დათვივით ვბრგვვინავ და ვახშობ ყველაფრის დალეწვის სურვილს.... 

მაგრამ ეს ერთ დიდ გუნდად შეკრული საწყალი მიზეზები ისეთი უსუსური, საწყალი და წამიერი ხდება როცა შენ გხედავ. როცა შენს ჭირვეულ მზეს მოვპარავ ხოლმე სხივს. როცა ვაცნობიერებ იმას რომ ერთი წუთი, ერთი წამითაც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება შენს გარეშე. ამ პლანეტაზე შენ ჩემი ჰაერი ხარ. შენ ჩემი მიზეზი ხარ.



შენა ხარ ჩემი განთიადი, ჩემი დაისი.
ჩემი ოცნების დასასრული და დასაწყისი.


ახლა უკვე მეღიმება. რადგან ნებისმიერი ამოფრქვევა არარაობა იმ დიდ და ნათელ მუდმივთან რაც ჩემშია.

ვიცი რომ ეს ყველაფერი უპარაშუტოტ ხტომას ძალიან ჰგავს. მაგრამ მე სხვაგვარად არ შემიძლია. 

p.s. შენ გარეშე ცხოვრება არა მარტო არ წარმომიდგენია, არამედ არც ვაპირებ. რატომ? იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ!

Comments

  1. mec miyvarxaaaaaaaaaaaaaar )))))))
    da masac uyvarxar-odesme mixvdeba amas sabolood da agiarebs- velodebiiiiiiiiiiTTTTTT :)
    udachi
    dzalian lamazia-kak vsegda :*
    ELL

    ReplyDelete
  2. :) ცუდი ლექსია... აი ეს კი კარგია

    Люблю тебя, поверь, люблю,
    Хоть лет прошло теперь не мало,
    Воды не мало убежало
    С тех пор и в реках и морях.
    А сколько новых встреч случилось,
    И лишь с тобой не полйчилось.
    Нас развели с тобой дороги,
    Преградой стали все друзья,
    Давно уж разные тревоги
    Тревожат насм, тебя, меня.
    И что не сделаешь теперь-
    Не постучишься в мою дверь.
    А дни бегут, проходят годы,
    Все реже праздник на душе.
    И то печали, то невзгоды
    Стирают память о тебе.
    Но я живу по-прежнему в надежде,
    Люблю тебя, сильней, чем прежде.

    ReplyDelete
  3. matalia david. tu siyvarulia mistvis brzola girs. brzola, dantkiceba, gazleba. znelia magram amis gareshe sheuzlebelia

    ReplyDelete
  4. hmmm nacnobi situaciaa, ragac sashinel grznobashi drois puji kargva, ragac sashinel droshi gatarebuli bednieri camebi.........magram ras izam ''sikvaruli shen ki ara lomtmusvreli tarieli aatira'' :)

    ReplyDelete
  5. :) ტარიელმა ლომიც მიახრჩო, ვეფხვიც და ქაჯებსაც თავისი ახვედრა. ასე რომ ტირილსაც თავისი დრო აქვს და დანარჩენსაც.

    ReplyDelete
  6. znelia ar dagetanxmo

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე