ერთი...ორი...სამი...

ოო, რა ღამეაა..
მოწმენდილი ცა, მთვარე, შენ და ღამის ვნებიანი ბლუზი...
ჰაა, არავითარი მელანქოლიური რომანტიკა. დღეს თამაშის ხასიათზე ვარ.

ერთი..ორი..სამი..

ჩუუ. მუსიკა იწყება...

არის ამ ღამეში რაღაც რაც ვნებებს აღვივებს.. არავითარი რევერანსები, თაიგულები, კომპლიმენტები..
მხოლოდ ვნება...

ერთი..ორი..სამი...

ბლუზი თავად გვკარნახობს რიტმს...

ერთი..ორი... სამი....

გიკვირს რამ შემცვალა? ჰმ... და რა იცი რომ შევიცვალე? იქნებ სულაც ასეთი ვიყავი და ახლა მხედავ ისეთს როგორიც ვარ?

გაგიკვირდა?... ჯერ სადა ხააარ!!!.. ერთი...ორი.. სამი... ღამე მხოლოდ იწყება...
ეღრთი..ორი..სამი...

დაივიწყე.... ყველა კანონი რომელიც გახსოვს... ყველა დოგმა...
დღეს ერთი უბრალო ვნება დაამსხრევს ყველა კედელს...
ერთი...ორი.. სამი....

მოდი ახლოს.... აი ასე.... იგრძენი რითმი და სხეულის რიტმი....
ერთი..ორი... სამიი...

მმ.. შენს თვალებში ვხედამ ამ პატარა ეშმაკუნებს...კააარგია, მომწონს...
ერთი...ორი....სამიიი

აი, ასე..ნელ ნელა შენშიც ქრება მორიდებული გოგონა...

ერთი..ორი..სამი...
ნუ ცდილობ თავი აკონტროლო... მიუშვი ნებაზე ვნება. ის თავად გიკარნახებს როგორ ომოძრაო ბლუზის რიტმზე...

ერთი.. ორი... სამი...
გრძნობ რა ზედმეტია შენს ყელზე შემოკრული პერანგის ღილები!?...
ერთი...ორი..სამი....
ჩუუ... რა დროს სიტყვებია.... ეს ხომ ბლუზია... არ გესმის. მოიწე, ყურში გიჩურჩულო.. აი ასე...

ერთიიი ..ოოორი...სსსამი...

მმ. როგორ ვგიჟდები შენს სხეუილზე, სიამოვნების ტალღებისაგან, პაწაწინა ხორკლები რომ გაყრის და ჟრუანტელი გივლის...

ერთი..ორი....სამი...
და სამყარო ვანგოგის "ვასრკვლავიანი ღამე"სავით გადნა ჩვენს ირგვლის...

ერთი..ორი...სამი
და უკვე შენს მკერდში ვგრძბობ ამ რიტმს...

ერთი..ორი...სამი
და უკვე შენ თავად ვეღარ ცნობ საკუთარ თავს...

ერთი..ორი...სამი..

და თავადაც გრძნობ როგორ პულსირებს ცეცხლის ალი შენს ძარღვებში...როგორ გუხურს ხელის გულები...
ერთი...ორი..სამი...
და მკლავებში ვნებით თვალებანთებული შენი სინამდვილე მყავს...
ერთი..ორი..სამი...
და ორთავსე გვიყვარს ეს ღამე...

ერთი..ორი..სამი...

და ორთავეს გვეშინია რომ დილის სხივი ჩვენი ბედნიერების კარდებს მოუსწრებს და ნეგატივს გაგვიფუჭებს.. თუმცა ჯერ ღამეა
ერთი..ორი...სამი
და სულაც არ მაინტერესებს ის რაც იყო... წარსული გასული დღეა..დაიფერფლა, ჩაიღვენთა... ახლა ჩვენი ღამეა..
ერთი...ორი..სამი..

მხოლოდ მე და შენ.. და მთელი დედამიწაც ღამეს წაუღია... დღეს შენ ჩემი ხარ..იმიტომ რომ მე ასე მსურს.
ერთი..
ორი...

Comments

  1. vaa... lamis iko mec avyevi rotms :) magariaaa
    erti ori samiii
    cavigee chemtaan :)

    ReplyDelete
  2. გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ :)))))))
    ძალიაააააააააან ლამაზია-მიყურეს შესავალს ვკითხულობდი ემგონა :)))) так держать
    побольше красивых историй :)
    ერთგული მკითხველი ELL

    ReplyDelete
  3. ლამაზი ისტორიების მეტი რა იქნება!? თან ისეთები რომ ოოო. მთელი ცხოვრება წინ არის ;)
    :))

    ReplyDelete
  4. Третий раз уже читаю. Очень захватывает. дорогой мой, у тебя дар.

    ReplyDelete
  5. magari iyooo... bednieri var:-)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე