ქვიშა

ო როგორ ვერ ვიტან ბანზე აგდებულ სიტყვებს. როცა ისეთი გრძნობა გაქვს  თითქოს ქალაქის ცნობათა ბიუროს "ფორტოჩკაში" გაქვს თავი შეყოფილი და შენს ყოველ დასმული შეკითხვას  ერთფეროვანი კლიენტთა მომსახურებისაგან დაღლილი მსუქანი დეიდა პასუხობს, თან აი ისე, შეკითხვებს რომ ირჩევს და სრული უფლება აქვს არ გიპასუხოს, წაიყრუოს, გაგიტაროს, უპასუხოდ დაგტოვოს, იმიტომ რომ კიდევ ერთი უბრალოდ "კითხვის დამსვლელი ვიღაცა ხარ".

როცა შენს დიალოგს ჰმ-ჰმს ძახილში ნახირივით მიდენიან დასასრულამდის.
როცა შენს ახალ ამბებს დაბალი ხარისხის პარფიუმერიის კატალოგივით ფურცლავენ და ყოველ ჯერზე ამბობენ "სისულელეა.... სხვა?.... ეს იყო!.... მეტი არაფერია?"
როცა საუბრის ადუღებულ სურვილს ინდეფერენტულობის უკიდეგანო დოზით გიმლაშებენ ისე რომ მისი გასინჯვა შენც აღარ გინდა.
როცა შენთან დიალოგი პატიმრის საკანში შეგდებულ ულუფას უფრო გავს "არ ამოწყდეს შიმშილით ეს საწყალიო".
როცა წარმოდგენაში შენი დაგეგმილი საუბრის სცენარი უნიჭო სცენარისტის წნეხში გატარებული, გარედაქტორებული ტექსტივითა აწითლებული წითელი ფანქრითაა გადასწორებულ, ჩასწორებულ, მიშლილ-მონიშნული და როცა აღარ იცი ეს შენთვის გამოყოფილი დრო, რომელის წამების თვლაც უკვე ყურშიც გარკვევით გესმის დაყოვლი წამი მხოლოდ ერთს იმეორებს "სხვა?","ილაპარაკე!","სხვა?","ილაპარაკე!", სწორედ ეს დრო რითი შეავსო, იმიტომ რომ ყველაფერი გადაგიწითლეს, ჩაგისწორეს, შემოგიხაზეს.

არა, ეს ის თემა არ არის, არც ეს. არც ის. არც ეს კითხვა... და ბოლოს დაბნეული შლი ხელებს და თავს ეკითხები "აბა რაა!?"

ო როგორ ვერ ვიტან "ისევ შემოგვიარეთ", "ჩვენ გადმოგირეკავთ","ჩვენთვის სულ ერთია","როგორც გენებოთ"-ის მაგვარ გრძნობებს.
ო როგორ ვერ ვიტან როცა ასეთ განწყობაზე ვდგები და იმასაც ვერ ვიტან რაც ჩემში მერე იბადება. როცა სურვილი გიჩნდება ისევე მოიქცე როგორც გექცევიან.
მაგრამ რაოდენი სასიამოვნო შეგრძნება გეუფლება მაშინ როცა ეს ყველაფერი ქერება.. და ეს ყველაფერი მართლაც გაქრება როგორც ქაფი ქვიშაში, როცა აღმოაჩენ რომ უბრალოდ შეუსაბამო მომენტი იყო..... და მეტი არაფერი....

Comments

  1. საოცრად საზიზღარი გრძნობა. განმიცდია და არც არავის ვუსურვებდი. მითუმეტეს ბიჭს

    ნი.

    ReplyDelete
  2. მაგრამ ნი ეს მხოლოდ წამიერი ამოფრქვევაა. შენდეგ კი ყველაფერი ლაგდება როგორც წესი. თუ გიყვარს ეგეც გადალახვადია :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე