უბრალოდ

შავი ღვინო მინდა, ოდნავ რომ დაკრავს მთვრალი, მწიფე ალუბლის გემო....
სავსე მთვარე მინდა, ზღვაზე რომ გააბას ოცნებაში მიმავალი ბილიკი...
წყნარი ზღვა მინდა, მთვარის ბილიკი რომ არ ამიმღვრიოს...
ზღვასთან კოცონი მინდა, შეციებული მუზები რომ გავათბო...
ჩუმი სიმღერა მინდა, გულიდან რომ ამოდის გრძნობად და არა ბგერად...
სიჩუმე მინდა, შენი გულისცემით დარღვეული...

ვარსკვლავივით მოციმციმე თვალები მინდა, მათში რომ დავიკარგო...



Listen or download Jacques Loussier Moonchild for free on Prostopleer


სივრცე მინდა, ამ ოთახში ვეღარ ეტევა სული...
სუნთქვა მინდა, ღრმა, სუფთა, თავისუფალი...
აზრი მინდა შენთან ერთად აწყობილი...
დარდი მინდა, ჩემი შენთვის წართმეული...
ენა მინდა, მხოლოდ ჩვენი საცნაური...
ღამე მინდა, შენთან ერთად გაცრეცილი...
ის შენი ქათმის სალათიც მინდა ასე რომ მაძალებდი...
ის მოხარშული წაბლიც მინდა "ზმეიკით", რატომაც არა!?
მინდა და ამაში არც არაფერია გასაკვირი. 
დღეს ხომ საოცარი ღამეა. ძალიან საოცარი.
სწორედ ის ღამე, ყოველივე ამის გარეშე რომ უბრალოდ მზე ჩასული რომ იქნება და მეტი არაფერი.
შენს აივანთანაც მინდა ვიმღერო, მერე რა რომ დედაშენი გამაქილიკებს და გისაყვედურებს.
შენთან მინდა. ძლიერ

მინდა ვიყოთ ერთად 

სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს.

იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...

მინდა ვიყოთ ერთად,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.

მთელი ღამე თბილი,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს!...

უბრალოდ გვერდით იჯდე მინდა, უბრალოდ სიცოცხლის მიზეზი რომ მქონდეს...

Comments

  1. SAGOL DZMAO...MAGARIA MARTLAC....ISE SHEN GVERDIT ROM KOPILIKO ASET ISTORIEBS DA LEQSEBS XOM VER DACERDI?

    ReplyDelete
  2. და რა იცი რომ არ? ... ეგ "ლექსები და ისტორიები" ყოველთვის იყო და იქნება. პრობლემა არასდროს ყოფილა ჩემთვის, არც ახლოს და არც შორს ყოფნისას. თუ გული გულობს სიტყვა ყოველთვის მოიძებნება. მითუმეტეს რომ ამის საბაბი არის კიდეც.

    ReplyDelete
  3. მართალია არ გიცნობ. მაგრამ ამ ბლოგის შემყურეს ეჭვიც არ მეპარება რომ ასეც იქნებოდა :)
    "სიყვარული გჭირდეს!..."
    მაგარიააა :*

    ReplyDelete
  4. ME VIGULISXME SEVDIANI,NAGVLIANI, MONATREBIS ''LEQSEBI DA ISTORIEBI'' )))GMERTMA MUZA AR MOGISHALOS DA IMEDIA MALE SHENTAN IQNEBA :)

    ReplyDelete
  5. :) გაიხარე ძამა!

    ReplyDelete
  6. ubralod es leqsi sheni dawerili ar aris ashkarad granelisaa :)

    ReplyDelete
  7. ლექსი ჩემი? ეგ არც მითქვამს :) ასეთ ლექსებს ვწერდე ...

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე