ტბა




რბილად იარე, მსუბუქად. შენ ხომ ფეხქვეშ ჩემი ოცნებები გიგია.

თვალებში ნდობის ტბა დაშრა. იქ მხოლოდ მშრალი მზერაა.

ეს გრძნობა უკვე მიტოვებული, მივიწყებული თოჯინაა რომლის გარეშეც ნაბიჯს არ დგამდი, არ სუნთქავდი, არ არსებობდი. ახლა კი არც იცი სად მიაგდე და როდის მოხდა ეს.


სიცივე არ არის. ეგ მოახლოებული სიცარიელეა. ის გსუსხავს.



როცა მიზეზები ილევა სიჩუმე ყველაზე მყარი არგუმენტია.




Comments

  1. თქვენ იცით, როგორ ხრჩოლავს სიცარიელე?....
    ....საზარლად....
    ....სულისჩამწყვეტად....

    ReplyDelete
  2. სქელია სიხარიელე. ყველაფერს ავსებს

    ReplyDelete
  3. "როცა მიზეზები ილევა სიჩუმე ყველაზე მყარი არგუმენტია" - რა სიტყვებია?! მაგარი! და მაგარი ბლოგი გაქვს, ვგულისხმობ, კარგად წერ ძალიან :)

    ReplyDelete
  4. Jokey
    დიდი მადლობა :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts