ჩემი ოთახი


ოთხში ხის სუნი დგას. დაღლილი ჩამოვჯექი ლოგინის კიდეზე და ნაცნობ კედლებს მოვავლე მზერა. აქ არაფერი შეცვლილა. დრო თითქოს არც გასულა.თითქოს ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი დაძინებამდე ჭერზე რო აცეცებდა ფართოდ გახელილ თვალებს და ოდნავ დაბზარულ, ალაგ ალაგ ჩამოყრილ თეთრ საღებავზე გაჩენილ ბზარებში ცოველების, ხეების, ზღაპრის გმირების სილუეტების ამოცნობას სცდილობდა. მზით გამთბარი, გაღუღუნებული საბანი. ეზოში ხეტიალით დაღლილი ფეხის კუნთების სასიამოვნო ბჟუილი . სასტუმალთან ანთებული ბრის კედელზე აწოლილი ლანდი და ღია ფანჯრიდან შემოსული მიჩუმებულ ქუჩაზე ჩავლილი მანქანის შორეული ხმა. წევხარ და გრძნობ თუ როგორ იძირები მოგონებებში. რომლებიც ისეთივე თბილი და სასიამოვნოა როგორც შემოდგომის მზით გამთბარი საბანი.. აქ იწექი როცა მაღალი სიცხე გქონდა და მთელი ღამით წარბებშეყრილი, წელში მოხრილი ბებო დაგფუსფუსებდა და შუბლზე ტილოს გიცვლიდა. აქ ემალებოდი გუდიანს და საწოლიდან ფეხის გამოყოფაც გეშინოდა. სწორედ აქ იწექი როდესაც პირველ სიყვარულს უძლებდა გული. სკოლიდან მოსული ერეოდი მოძალებულ ფიქრებს და ვერ გაგერკვია რა იყო ეს და რას მოგიტანდა, მაგრამ საოცრად გსიამოვნებდა ეს ყველაფერი. აქ ოცნებობდი, აგებდი ზღაპრულ კოშკებს, იგონებდი სიტუაციებს საიდანაც რაღათქმაუნდა გმირულად გამოდიოდი. აქ აწყობდი გეგმებს მომავალზე და სხვაგვარად. სულ სხვაგვარად ხედავდი მას. ეს შენი ოთახია. შენი დიდი სამყაროს პატარა ნაწილი. თუმცა მაშინ ის გაცილებით დიდი გეგონა. რა სასიამოვნოა აქ ყოფნა...
რა ცუდია რომ ხვალ ადგე უნდა და წახვიდე...

Comments

  1. მმმ, ხისსუნი, ჭერზე გამოსახული ფიგურები და ბავშვობის დარდები.

    სად გაადამაგდოოოო

    ReplyDelete
  2. :) მაშ. მშვენიერია ხის სუნი. მაგრამ ეს ბალღობის დარდები?! ეგეც

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე