საინტერესოა

საინტერესოა მართლაც.
რას გრძნობენ როცა ამბობენ რომ აღარ მიყვარსო. არა, მე მესმის როცა ამბობ არ მიყვარს-ანუ არ მყვარებია არასდროს და ახლაც არ მიყვარსო. მაგრამ ფრაზა აღარ მიყვარს. მეტადრე სიტყვა ა ღ ა რ ... რაღაც ყურით მოთრეული და ტყუილი მგონია. ბავშვური მსჯლობაა? შესაძლოა. მაგრამ რას იზამ. მართლა მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. არის ბევრი ჩამონათვალი სიტყვებისა რომელიც მას საკმაოდ კარგად ართვის.
მაგალითად:
ვსვამდი - აღარ დავლევ,
ვხატავ - აღარ დავხატავ,
მივდიოდი და აღარ წავალ,
მომწონდა და აღარ მომწონს,
ვსუნთქავ და აღარ ვსინთქავ - ბოლოსდაბოლოს... მაგრამ აღარ მიყვარს?! აღარ?
ალბათ ამ ღამით ალბათ ამაზე მაინც ვერ ვიპოვი პასუხს...


Comments

  1. ვცეკვავდი და აღარბ ვცეკვავ. მე კიდევ ამის თქმა მომინდა =))
    კარგი ბლოგია...

    ReplyDelete
  2. :) ხდება ხოლმე ;) რას იზამ

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts