ხვალამდე

წარმოუდგენლად.ძალიან საინტერესო სიტყვაა, წარმოუდგენლად. ანუ წარმოდგენის გარეშე თუ ის, რომ ვერც კი წარმოიდგენდი, ვერ გაიფიქრებდი, ვერ გათვლიდი, ვერ ივარაუდებდი. ხო ალბათ ეს ბოლო. ხოდა სწორედ წარმოუდგენლად უცხო იყავი ჩემთვის ამ წინა საახალწლო ღამით. თითქოს გიცნობდი, თითქოს წამიკითხავს შენი წიგნი ფურცელ ფურცემ. მაგრამ რა კარგია რომ არსებობს წიგნბი, რომელთა კითხვისას ყოველ ჯერზე ახალ ახალ რაღაცეებს აღმოაჩენ ხოლმე. ამიტომაც მიყვარს შენი კითხვა, შენი ფურცვლა.

მერე რა რომ გარეთ არ თოვს, არც ბარდნის და არც დათოვლილი სახურავები მოსჩანს სარკმლის მიღმა. მთავარია რომ შენ ხარ აქ. ჩემს მკლავებში და ამ უშენობით გავლილ დროს მოწყურებული ამბორით ვათანაბრებთ. რამდენი რამ მინდოდა მეთქვა, რამდენი რამ გამენდო. მაგრამ შენი გაშლილი თმების შემხედვარე, შენი მოწიმციმე თვალებით მოჯადოებულს აზრი გამირბის. აღარაფერი მახსოვს. მხოლოდ შენით ტკბობის, შენი ფლობის, შფოთვის, ბრძოლოს და გრძნობის სურვილი მინთია აზრად.
ჩაბნელებულ ოთახს ნაძვის ხის მოციმციმე ნათურები ანათებენ. შენ კი აქვე, გვერდით წევხარ და ჩემს მკლავზე, ხალის ირგვლივ გალაკული, გრძელი ფრჩხილეით რაღაცას ხაზავ. სიუჩმე შენს გვერდით წოლისას შემიყვარდა, შენი ცქერისას, შენი ფერებისას. ნამდვილად ზედმეტია ახლა ყოველი უცხო ბგერა და ხმა, გარდა შენი და ჩემი გულის ძგერისა...
რაღაცაზე გეღიმება და გულაღმა, ხელებგაშოლტილი წვები. აი ასე, უსირცხვოდ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, მიწვევს და მეძახის შენი მკერდის მუქი ყავისფერი კერტები. შენი მაღალი ყელი. შენი ვნებით დაბერილი ტუჩები. ისევ მწყურიხარ.... შენც.

ვწევარ და ძალზედ შორეული, ნაცნობი გრძნობა მეუფლება. აი ის, ბავშვობისას რო მოდის ხოლმე, როცა ზღაპრული, საზაფხულო არდადეგები მთავრდება და შენ არაფრის დიდებით არ გინდა რომ დასრულდეს. ვიც, მიუხედავად იმისა რომ წამად ვთვლით საათს და დღეც საათივით ძალიან ცოტაა ჩვენთვის. კედლის საათი თავისას ითვლის. მალე თავს წამოყოფ, თვალებს მოიფშვნეტ, ღრმად ამოისუნთქავ და ისევ ეს უკვე ძალიან სასაილო და მონატრებული ფრაზა „გვიანია, დედაჩემი ალბათ უკვე რეკავდა კიდეც“.“ ისევ უნდა წახვიდე?“, „ხო. მაგრამ ხვალამდე მხოლოდ!“
ნახევრად ბნელ, ნაძვის ხის ნათურებით განათებულ ოთახში ვწევარ და თვალს ვადევნებ თუ როგორ იმოსება შენი მშვენიერი სხეული ზამთრის თბილი სამოსით. არა და რამოდენიმე საათის წინ რა დიდი სიამოვნებით ვხსნიდი ამ საახალწლო საჩუქარს. 
მიყვარს ახალი წელი.

Comments

  1. მმმმ რა თბილი და საყვარელი ნაწერიააა ♡♡♡
    მიყვარს საყვარელი ადამიანის გვერდით გაღვიძება, უმაგრესი შეგრძნებაა ♡

    ReplyDelete
  2. გეთანხმები. მშვენიერი გრძნობაა :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე