ჰორიზონტთან

მტვრის ბუღში გახვეულ ქალაქიდან შორს. კვარიათისკენ. აქეთ მომავალს ყოველთვის გაურკვეველი სიმშვიდით მევსება გული. არეულ, აყაყანებულ, დამტვერილ, ერთ- გაურკვეველ-მშფოთვარე ემოციად ქცეულ ქალაქიდან განშორებაზე უფრო მეტია. აქ მთავრდება უკვე მობეზრებული, მოყეჭებული, რუტინული წრებრუნვის ზღვარი და იწყება სხვა, სუფთა, წმინდა, ვრცელი, ჯერ უცნაური და თვალუწვდენელი შორეთი.

საოცარი ზღვაა. ისიც არ ღელავს. იმდენად მშვიდი და უჩვეულოდ წყნარია რომ ტალღის ხმაც არ ისმის. ზღვა არ იძვრის. უბრალოდ სველ კენჭებთან მთავრდება. ზღვაც უზომოდ მშვიდია. მხოლოდ ღამის ბრიზი ხატავს მის თითქმის სარკედ ქცეულ ზედაპირზე უცნაურ იეროგლიფებს.


სანამ მოვიდოდი მზე უკვე გაიხსნა ზღვაში და ახლა ზღვას გადმოედი მისი ოდნავი სითბო.

ჯიბეში ტელეფონი მეწვის. კატასტროფულად ვგრძნობ შენი ხმის გაგონებას. მითუმეტეს რომ არც ქარის, არც ტალღის, არც თოლიის ჩამიჩუმიც არ არის. ვგრძნობ რომ შენი ხმა ერთად ერთია რამაც ამოდენა სიცარიელის ართბაშად ამოვსება შეუძლია და იმასაც ვგრძნობ რომ თუნდ ზღვაც ღელავდეს, ქარიც წუოდეს. მაინც შენი ხმის გაგონება მაკლია. შენ მაკლიხარ აქ, ხმელეთის და ზღვის, დღისა და ღამის გასაყართან.... და აი აქ.... უფრო ჩემში.

მაგრამ აქ შედარებით მშვიდად ვარ. ცოტათი მაინც ვარ შენთან ახლოს. ოდნავ. სულ ოდნავ.

თითების სწრაფი მოძრაობა. გაბმული ზუმერი და... გამარჯობა.

სად იყო დამტვერილი, აყაყანებული, რუტინული ქალაქი? სად დაიკარგა ნაცრისფერი დღე? სად წავიდა აქამდე გავლილი წამიანი საათები?...
რა ბანალურობამდე ადვილი ყოფილა უშენობის მტვრის ჩამოყრა შენთან ყოფნის ბედნიერებიდან.

აქ ყოველთვის სიწყნარეა. აქ მშვიდად ვარ. დღეს ზღვაც საოცრად მშვიდია. არ ღელავს. ზღვაც არ ღელავს. განაბულია. გასუსულია.
იქნებ ისიც დაიღალა და სიმშვიდე მოსწყურდა!?
ძილი ნებისა ზღვაო. ხვალ ახალი დღე იქნება! იქნებ ღელვაც მოგვიწიოს...
დღეს კი მშვიდად ხარ. არც მე არ ვღელავ.
უკვე შევავსე სიცარიელე მისი ხმით....

Comments

  1. მალე, ძალიან მალე!

    ReplyDelete
  2. В ночной тишине больше мечтаешь о нежном слове одного человека, чем об аплодисментах тысяч людей. Лучше всего одиночество скрашивается яркими красками снов

    sopi.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts