დღეს

დღეს ისეთი მომხიბვლელი იყავი. ლაღი და თავისუფალი ყოველგვარი რუხისგან. შენი ღიმილით გული თბებოდა. არც სიგარეტს აწვალებდი გალლაკული ფრჩხილებით, არც ტუჩს იკვნეტდი, არც სიგარეტის კოლოფს ჭმუჭნიდი ოფიციანტის მოლოდინში. ისიც კი აღიარე რომ ეს მუსიკა გიყვარს, არც ზღვის პროდუქტების გასინჯვაზე გითქამს უარი... მითუმეტეს გამიკვირდა ეს შენ რომ შემომთავაზე. "თეთრ ღვინოს დავლევთ"ო განაცხადე... თან თვალებში შემომხედე, თითქოს და "ნახე? მეც ვიცი სასმელის არჩევა"ო. უხვად იღვრებოდა შენი ბაგიდან თავისუფალი ღიმილის სითბო. 

მერე ვიღაცის მაგიდისკენ მიმავალი ოფიციანტის სინაზე დადებულ ტკბილეულს გააყოლე თვალი... წამით დაინტერესდი. მაგრამ "არა. მე აღარ ვჭამ ტკბილეულს"ო თითქოს საკუთარ თავს გაუწყერი და ისევ კეკლუცად შემომანათე მზერა.
ეს სუნამო... შენი სუნამო.. თუმცა უკვე აღარ ვიცი ეს სუნამოა თუ შენ იყავი ასეთი მათრობელი. მსუბუქი, გაზაფხულის სურნელით, ოდნავი, თბილი მოტკბო ნოტებით სავსე.
"ნახე? გესმის რას უკრავენ?. წამოდი ვიცეკვოთ!" წამოენთე უცებ და საცეკვაოდ გამიყვანე. რამდენი ხანია არ გვიცეკვია ერთად, გავიფიქრე მე.... "რამდენი ხანია ერთად არ გვიცეკვია?" სთქვი შენ, ჩემს ყელზე ხელებ შემოხვეულმა ჩამიჩურჩულე ოდნავი სევდით და რიტმს ააყოლე თეძოები.
ცეკვის დროს მეტი არც არაფერი გითქვამს.. უბრალოდ თვალებში მიცქერდი და მეც უმოწყალოდ მხიბლავდა შენი აციმციმებული, რაღაცნაირი, თბილი ნათებით ანთებული თვალები...
მუსიკა... შენ და ეს მოჯადოებული ცეკვა... მკერდზე მიგიკარი და შენც მხარზე დამადე თავი... ღმერთო ჩემო რა სიმშვიდეა გულში როცა შენ აქ ხარ. 
თითქოს იგრძენი რაღაც, თავი ასწიე და ისევ ჩამხედე თვალებში. გამიღიმე, თვალები დახუჭე და ახლა უკვე ლოყაზე მომადე შენი თბილი ლოყა....


გვიან. შენი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უკვე ერთად შეკრულნი გეჭირა ხელთ. ლამპიონებით გადანათებულ ქუჩას მოვუყვებოდით და მერე, უკაცრიელ მოდენთან, ჩემს პიჯაკზე ჩამომჯდარნი ვსაუბრობდით. შენ მაღალსართულიანი სახლის ფანჯრებიდან გამოსული შუქით ცდილობდი დაგედგინა თუ როგორი ოჯახი ცხოვრობდა იმ ფარდებს მიღმა. როგორ ცხოვრობდნენ, როგორ უყვარდათ ერთმანეთი. მერე კი იქვე, მინდორზე წამოვწექით და ვარსკვლავებით მოკირწლულ ცას დავუწყეთ ცქერა.... ის ისეთი შორი და ლამაზი იყო... შენ ისეთი ახლო და მოციმციმე... ღამე კი ისეთი თბილი და მშვიდი... ბედნიერი....


მერე კი.... მერე კი ... გეტყოდი კიდეც რომ....
გეტყოდი კიდეც ეს პაემანი რომ შემდგარიყო....
თუმცაღა... შედგება. რათქმაუნდა შედგება.




Comments

  1. ძალიან მომეწონა და ზოგადა ძალიან ემოციურია ჩემთვის შენი პოსტები და საინტერესოდ წასაკითხი...

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა :) ემოცია მართლა არის, სხვისთვის რამდენად საინტერესოა არ ვიცი. მაგრამ თუ ასეა? მაშინ კიდევ გაიხარე!

    ReplyDelete
  3. შედგებაააა, აბა რააა!!!!

    ReplyDelete
  4. ჰო საინტერესოა :-) ნამდვილად, სასაიმოვნოდ წასაკითხად წერ.

    ReplyDelete
  5. ui ar shemdgara jer? arada rogor agcere yvelaperi:)) mshvenieri scenaria da exla realizeba unda axlo momavalshi :)))))))) miuxedavad imisa rom zogi orchofobs da gonia ar shedgeba :D me minda rom shedges- mere ufro saintereso chanaxatebs shemogvtavazeb :)
    warmatebebi -ell

    ReplyDelete
  6. გაიხარე ელიიი :)

    ReplyDelete
  7. სული ამიფორიაქა ამ პოსტმა, ძალიან ნაცნობი მომენტებია ჩემი ცხოვრებიდან, მართალია ასე სრულყოფილად არც ჩემთან შემდგარა, თუმცა ,თითქოსდა რაღაც ფრაგმენტები მომპარე. ძალიან საინტერესოა, გმადლობ წარსულში რომ დამაბრუნე.........

    ReplyDelete
  8. თუ ეს დაბრუნება სასიამოვნო იყო , მაშინ კარგი :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts