ვერც კედლის მიღმა...

ვინილში მუსკატიანი ყავა მომიტანეს. სიწყნარეა. ჯერ არ შევსილი ბარი სალსას რიტმებითაა სავსე. დღეს დილა შენი გამარჯობით დაიწყო. თუ გინდ უსულო ასოების საშუალებით, მაგრამ მაინც მოიტანა იმ სითბოს მცირედი ნატამალი რომელიც შენ გახასიათებს და რომელიც ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საუბარი. ახლა მინდა შენთან საუბარი. აი აქ იჯდე მინდა, მერე რა რომ ყავას არ სვამ. სამაგიეროდ მე არ ვეწევი სიგარეტს. მაგრამ ყავა და სიგარეტი ხომ ძალიან უხდება ერთმანეთს. გარეთ წვიმს და მიხარია. არა, წვიმა დიდად არ მხიბლავს... უფრო ის .. რაც წვიმებს მოყვება. ეს ზამთარია და დანატრებული შეხვედრით გამლღვარი გული. ვიცი... ელი კიდეც.
მერე რა რომ თითქმის პლანეტის მეორე მხარეს ხარ. მაგრამ მე მაინც ვგრძნობ შენს ნაბიჯებს. შენს გრძნობებს. შენს ღიმილს და შენს დარდს. სევდასაც, იმ სევდას შემოდგომის ნისლივით რომ შემოგწოლია გულზე. მე არ გეტყვი რომ მალე ეს ბინდი გაქრბა... ამას შენ თავად იგრძნობ და ეს გრძნობა სჯობს წინასწარ ნათქვამ ყოველ სიტყვას და ამოკითხულ ყოველ ასოს.

მესმის, მაქ სხვა ტემპია, სხვა დინამიკა, სხვაა ხალხიც. ძალიან ახლობელი და ნაცნობია ის რაც ახლა შენს გარშემო ხდება. ზოგჯერ ის სიჯიუტეც მეცნობა შენში როა და მაგიტომაც მეღიმება. იმ პატარა თავყვანისმცემლებზეც მეღიმება ასე რომ ცდილობენ შენთან მეგობრობას. მათ პატარა ოინებიზეც მეღიმება უბრალოდ მეგობრობის სარჩულით რომ სჩადიან. მათიც მესმის და იმისიც შენ რომ მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს "შენ რომ ამბობ მასე არ არის"-ო. თუმცა შენაც იცი ეგ ყველაფერი :) 

მშვენიერი ყავა ავქთ ვინილში და კარგი მუსიკაც. შენ რომ აქ იყო შენს გეგმებზე მომიყვებოდი. ვიცი, მაგრამ მაინც მოვისმენდი შენს საუბარს. მომავალ პრაღას, მომავალ წვეულებას, მომავლ ზამთარს და იმასაც თუ როგორ გიშლი ხოლმე ნერვებს. მე გავჩუმდებოდი, შენ კი... ცოტა ხნის შემდეგ მომიჩოჩებდი და მხარზე მომეყრდნობოდი. მე აქ ვარ იტყოდი ჩურჩულით ... და მე გელოდი.

შენ ახლა ალბათ გძინავს. ხდება ხოლმე როცა მზის მიუხედავად მაინც სიცივეს გრძნობ ხოლმე... არა ფიზიკურს... არამედ სულიერს... თუმც ეს ყველაფერი ერთი უბრალო სმს-ითაც ინკურნება ხოლმე. უმცა არა ვსტყიუ, მხოლოდ ადგილობრივი ანასთეზიის მსგავსია ეგეთი ესემესები... მე ეს ძალიან კარგად ვიცი.. და აი სწორედ მაშინ როცა ასე ხარ... სოცრად მინდა გავჩნდე შენს ახლად გაღებილ ოთახში..მაგრამ შენს უკან. ისე რომ ვერ დამინახო. (თუმცა ვიცი, შენს ოთახში ამის გაკეთება ძალიან ძნელია) ჩუმად მოგეპარო და სწორედ მაშინ. ჩემს მიერ ნეტში დასმულ კითხვაზე "როგორ ხარ" სევდიანი და მობუზული მატყუარა მომღიმარი სმაილიკის გამოგზანას რომ დააპირებ გულში ჩაგიკრა, კითხვა გაგიმეორო და პასუხი ტუჩებიდან წაგართვა... შენი თვალები ხომ გაცილებით მეტს მეტყველებენ ვიდრე ბაგეები. შენთან ყოფნისას ზედმეტია კაცობრიობის ნებისმიერი მიღწევა, მეტყველება, აზრის ფურცელზე წერა, ხატვა, სიმღერა.... რატომ? უბრალოდ შენი უენოდ მესმის. განა არ გჯერა!? შენ შიშველი ხარ ჩემს წინაშე.
ხშირად ადამიანებს ეშინიათ სულის სიშიშვლე, ყოველთვის სურთ რაც შეიძლება მეტად იყვნენ დაცულნი ზიანისგან, ამიტომაც ძალიან ხშირად აგებენ კელდლებს. მაგრამ ხშირად სიყვარული უფრო დიდი მა მაღალია ვიდრე ნებისმიერი სქელი, განიერი და მაღალი კედელი... კედლების მშენებლები კი ხშირად უსახლოდ რჩებიან...

ყავა დავლიე.. უკვე გვიანი ღამეა... შენ ისევ გძინავს. ტკბილად იძინე.. ხვალ ახალი დღე გელოდება. კარგი დღე... და გახსოვდეს. იქნება დარი თუ ავდარი. მეგობრების ჟივილი თუ ღამის უძილობა.. მე მუდამ შენთან ვარ,,, მიუხედავად იმისა რომ შენ თითქმის პლანეტის მეორე მახრეს ხარ.. მე გრგძნობ შენ და მე არ მჭირდება სითბოს და სიყვარულის მოპარვა... რადგან მე თავად მიყვარხარ ნებისმიერ კედელზე უფრო ძლიერ, მაღლა და გამძლედ. სიყვარული ბედისწერაზე გაცილებით უფრო ძლიერია

  

Comments

  1. ra kargia roca ase uyvart.

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი და საინტერესოა ნამდვილად:)....'სიყვარული ბედისწერაზე გაცილებით უფრო ძლიერია' ამაში სრულიად გეთანხმები

    ReplyDelete
  3. ოხო, რამდენი ანონიმი შემოსულა :) დიდი მადლობა
    wiki- გეთანხმები, ოლიას ლექსი მართლაც ძალიან ლამაზია. მადლოვა სტუმრობისთვის
    რათქმაუნდა ძლიერია. ყველაფერი დანარჩენი კი უხარისხო საღბავით შეღებილ კედელს ჰგავს... ძალიან მალე სკდება.
    ოლია... კიდევ ერთხელ - მომწონს შენი ლექსები

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე