კლასელებს




დრო გავა და შეხვედრისას ალბათ
იქვე ახლოს ჩამოვჯდებით ჩრდილში.
ჩვენი სიყრმის ფრაგმენტებიც წავა,
ძველი ფილმის კადრებივით რიგში.
აქეთ მოი, დამაყურე ძამა.
გაგვივლია მართლა გრძელი გზები.
ზოგჯერ დარდით, ზოგჯერ კიდევ ლაღად
ქე გავშალეთ შეკეცილი ფრთები.
გახსოვს ჩვენი გაკვეთილი, მერხი?!
წიგნის ყდაზე დახატული მზენი!
ახლაც მინდა ავირბინოთ მარდად
ის ციცაბო ბილიკები სერის.
ყოველ ღამით ცა სხვა სიზმრებს თოვდა,
ვერა და ვერ ვიღლებოდით ფრენით.
"იზრდებიო"  ჩურჩულებდა დედა.
"ვირდებიო" მამა ედგა გვერდით.
ჭადრის გრძელი ხეივნების ქუჩა,
გემო მალვით მოპარული ხურმის.
შატალოზე დაფერფლილი დღე და
სიგარეტით ამომწვარი ტუჩი. 
მერე რა რომ ყველაფერი გაქრა.
დერეფთებშიც მიჩუმათდა ჩვენი
ის გიჯური ჟივილი და სტვენა,
ეშმაკუნა ყაჩაღების ხმები.
ახლა უკვე მხოლოდ სიზმრად ვხედავთ
ბავშვობისკენ მიმავალი გზებით
კვლავ სკოლისკენ მივაბიჯებთ ერთად,
კვლავ გვეძახის ის აღმართი სერის....
აქეთ მოდი, მოიწიე ძამა.
განა მართლა გაღმა დარჩა ძველი.
ახლაც გულის სიღრმეებით დამაქვს
გაკვირტული სიყვარული თქვენი. 
რაც არ უნდა დრომ და ჟამმა ჭამოს
ჩვენი სიყრმის საზიარო დღენი
მე ისეთი მაგონდებით ახლაც
საფიცარი კლასელები ჩემი.


ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ...
1995 წლიდან .....ბოლომდე

Comments

Popular Posts