წვიმა და საკურას ფოთლები

რამოდენიმე დღეა, სადღაც მეორე კვირაა, სამსახურიდან შუადღისას სახლში მოსულს, სადარბაზოს კიბეზე მტრედებივით მიყუჟული შეყვარებული წყვილი მხვდება. სადარბაზოში შემალული წყვილის წარმოდგენაზე აზრად მხოლოდ ცუღლუტობა მოგვდის ხოლმე. თავიდან მეც ამ აზრმა გამიელვა თავში "სხვა ადგილი ვერ ნახეთ!?"- ის მაგვარმა. მაგრამ როცა მივუახლოვდი და ახლოდან დავინახე... ეს სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 

კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი, ფეხებთან ზურჯჩანთა მიდებული, ჩემს დანახვაზე "წასწრებულის" უხერხულობით შეცბუნებული, დაახლოებით მეცხრე კლასელი ბიჭი, რომელიც ქვედა ტუჩს აწვალებდა და ცდილობდა თავი არ აეწია. მის გვერდით კი ბიჭის მხარზე მიყრდნობილი, კნუტივით მიყუჟული, მისი ასაკის ღიაწქბლისფერ თმიანი, ლოყებ შეწითლებული გოგონა იჯდა. ისეთი საწყალი თვალებით ამომხედა, აი ისეთი- პატარა კნუტი რომ გადმოგიბობღდება გზაზე და დაბნეული, დიდი სევდიანი თვალებით შემოგთხოვს "გემუდარები არ გამიბრაზდე"-ო. 

ისინი ისეთი საყვარლები, საბრალონი და სასაცილონი იყვნენ რომ ცოტა არ იყოს შემეცოდნენ იმ ბინძური კიბისთვის... აზრად გაევლებული "აქ რა გინდათ" უმალ გაქრა და ჩემდა გასაკვირად, მის სანაცვლოდ გაჩენილი  "მაპატიეთ, მე ახლავე"-თი ავიარე კიბე. კარები გავაღე და სახლში შევედი. შეჭმუხნული სახე ნელ-ნელა ღიმილით დამეფარა. გამახსენდა.. ერთ დროს ხომ... მისი ჩანთის ტარება, მის რვეულში ჩახატული უწყინარი ნახატები, სკოლის ზარი და მის სახლამდე მიმავალი გზა რომელიც ძალიან მოკლე გვეჩვენებოდა. ათასი უტავბოლო, უკავშირო, მაგრამ მაშინ ძალზედ საინტერესო და სასაცილო ამბები. მისი კეკლუცი გათამაშება და უკან გამოდევნების სურვილით წართმეული ქუდი. სახლთან, დამშვიდობებამდე კიდევ ერთხელ გახსენებული ათასი უწყინარი სისულელე და ძლივს ნათქვამი - ხვალამდის... მერე კი ღამე... დიდი... მთვარიანი.. ლამაზი ღამე ... და დილა...

ახლა საოცარი გულმოდგინებით წვიმს. ოთახს კომპიუტერის მონიტორი  და ხმაგამორთული ტელევიზორის ეკრანი ანათებენ. ბოსანოვას რითმები და ფიქრები... ფიქრები.. სხვათაშორის ერთი ძალიან სევდიანი და ლამაზი ანიმე გამახსენდა. "5 სანტიმეტრი წამში"  ჰქვია. ისიც ერთ ლამაზ სიყვარულზეა. სევდიანი მაგრამ ლამაზი ანიმეა.

გვრიტები დღესაც დამხვდნენ  სადარბაზოს კიბეებზე. ისევ ისეთი მორიდებით შემომაცეცეს თვალები. ცოტა არ იყოს მივეჩვიე მათ იქ ყოფნას...
ბავშვები... ბავშვობა... ლაღობა...  

ბავშვობა საკურას ფოთლებივით ძალზედ სწრაფად ქრება... ხუთი სანტიმეტრი წამში

Comments

  1. საყვარლები <3

    ReplyDelete
  2. უკვე 4 დღეა აღარ მოსულან. იქნებ ამინდის ბრალია, იქნებ სხვა რამეშია საქმე. მაგრამ მაინც სასიამოვნო მომენტი იყო. პირველი სიყვარული მართლაც დიდ კვალს ტოვებს. მაგრამ საბედნიეროდ ძალიან კარგია რომ ის წარსულში რჩება და წარსულის კუთვნილებაა.

    ReplyDelete
  3. ეჰ, ჩემი კოლეჯი გამახსენდა :(
    საყვარელი გვრიტები

    wiki

    ReplyDelete
  4. ჩემი სკოლის პერიოდი გამახსენდა, როგორ მომენტრა უდარდელი ბავშვობა...მაშინ სულ სხვანაირად მეჩვენებოდა ყველაფერი:( რა ცუდია ასე უცბად რომ გავიდა დრო :(

    ReplyDelete
  5. bossa-nova... sakura.... :) chemi yuradgeba am orma sityvam miipyro, bossa-nova - melodiuri da romantiuli, sakuras yvavilebi - ulamazesi, unazesi da satuti... pirveli siyvarulic asetia... melodiuri, nazi... satuti

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts