თითქმის

თითქოს მივეჩვიე უშენობას. იმას რომ არ ხარ, არ გეხები, არ გესაუბრები.
არა და შენს სმს-თან ერთად სიმშვიდის ის საოცარი გრძნობა მოდის რაც შენს არსებობაზე დასმულ, სიგარეტის კვამლივით ხელუხლებელი კითხვის ნიშნის გაქრობას მოსდევს.
თითქოს არც ეგ მინდა. აღარ გნატრულობ, აღარ გეძებ, აღარ მახსოვხარ.
მაგრამ ერთი პატარა სმს-ით ეს ყველაფერი იმსხვრევა და ლღვება.
დიდი ბურთის მეორე მხარეს შენ ხარ. არა ჩემი. მაგრამ შენ. ათასგზის უარყოფილი და კვლავაც ვერგანკვეთილი.
თუ ეს მე ვარ?!
თუ ეს მე ვარ? მაშინ საშველი არ ყოფილა. ან უნდა გავიქცე. ან კიდე შევხდე და ვაღიარო. ვაღიარო რომ შენ მე ვარ...
და მერე რა? შეიცველბა რაიმე ამით? ალბათ შეიცვლება.
სიმშვიდე ხომ ადრე თუ გვიან უნდა მოვიდეს?! თუ ეგ ქარიშხლის მერე ხდება?
ეგ ქარიშხლის მერეა ცა ლურჯი და ჰაერი ბროლივით გამჭვირვალე? თუ მანამდე?


არადა. თითქმის მივეჩვიე

Comments

  1. ნაცნობი ემოციაა, სიტყვებიც, შეგრძნებაც...
    სხვაც ყოფილა ჩემსავით...

    ReplyDelete
  2. ისევ თოვს აქ :)

    ReplyDelete
  3. ე, გამოიდარა :)

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე