ყორნისფერ ფაფრიანი

შავი, ყალყზე შემდგარი, ყორნისფრად ბზინავი ფაფრიანი ამაყი რაში მკერდით აპობდა ხორბლის თავთავების მღელვარე ზღვას. ჭენებით დაღლი, დაჭიმულ კუნთებს ოხშივარი ასდიოდა. ღამის გრილ ქარს ადევნებული გნეშოდა და ფრუტუნებდა. ორ ფეხზე დგებოდა და გამსჭოლი ჭიხვინით გასძახოდა ფერდობის ბოლოს, ძველ მუხასთან ობლად მდგარი ოდიდან გამოსულ სინათლეს. ადრე იქ ცხოვრობდა. მაგრამ გაიქცა. შეეშინდა. შეეშინდა რომ დადაღავდნენ. რომ ლაგამს ამოუჩრიდნენ პირში და მოუჭერდნენ. რომ უნაგირს დაადგამდნენ და გახედნიდნენ.
გაიქცა. ბევრი სდიეს, ბევრჯერ ეცადნენ დაებრუნებინათ მაგრამ გაქრა, გაუჩინარდა.
ფიქრობდა რომ ქარს ადევნებული იქეთ უფრო თავისუფალი იქნებოდა, უფრო ლაღი და უფრო უდარდელი.

შემდეგ კი მიხვდა რომ ცდებოდა. რომ ვერავინ და ვერასდროს ვერ მოუვლიდა ისე როგორც ის. რომ ვერავინ ვერ დავარცხნიდა მის გრძელ და ყორნისფერ ფაფარს. არ გაასეირნებდა სათიბში. უსაბელოთ არ აჭენებდა. უსაფრთხოთ არ მიაცილებდა საჯინიბომდე. არ დაუზელდა დაჭიმულ კუნთებს და სიყვარულით არ მოეფერებოდა მაღალ კისერზე.
მაგრამ ვერ ბედავდა ახლოს მისვლას. სიამაყე და ქედმაღლობა არ აძლევდა ამის საშუალებას. შორიდან ჭიხვინებდა. უნდოდა რომ გაეგონათ, ჰგონებოდათ თითქოს გზა აებნა, შემთხვევით ამოჰყო სახლთან ახლოს თავი და თუ გაოედევნებოდნენ სწრაფად არ გაიქცეოდა. თავს დააჭერინებდა და მერე თითქოს ბედს დანებდებოდა. მაგრამ არავინ გამოსულა. სახლში შუქი ისევ ენთო მაგრამ არავინ იძვროდა.
ჭიხვინს უმატა. მაგრამ ამანაც არ გაამართლა. ბოლოს ზიგზაგით მივიდა სახლთან ახლოს. საჯინიბოს კარები ღია დახვდა. ფანჯარას გაჰხედა, თავი გააქიცინა და საჯინიბოს ღია კარებში ნელი სვლით შევიდა. თივა და წყალი ისე იდგა მის ადგილზე თითქოს დილით გაქცეულიყო და ეს ერთი თვე წამიერი სიზმარი ყოფილოყო. მივიდა და თავი ჩაღუნა, ჩაიმუხლა და ჩათვლიმა.
კისერზე თბილი, ნაცნობი ხელი იგრძნო მაგრამ ეს სითბო იმდენად დანატრებული და მშობლიური იყო რომ თვალი არ გაუხელია, საამო სიზმარი ეგონა და შეშინდა არ დაეფრთხო. გაიტრუნა
-"ვიცოდი რომ მოხვიდოდი, გელოდი"- ჩაუჩურჩულა ყურში, ყორნისფერი ფაფარი გადაუვარცხნა, მგლის კბილის განაკრავ ნაიარევზე მოეფერა და იქვე, გვერდით წყნარად მიუწვა.
-დამშვიდდი, შენ სახლში დაბრუნდი"...

Comments

  1. მიყვარს და მეშინია :)

    ReplyDelete
  2. დძალიან ლამაზიაა.მიყვარს

    ReplyDelete
  3. უზომოდ მიყვარს ეს ცხოველი. ყორნისფერფაფრიანი <3
    http://tatatatuli.wordpress.com/2011/01/23/ცხენები/

    ReplyDelete
  4. gavyvebodi cxovrebis sazgvramde tvalebdaxuchuli............

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე