თოვლი მოვა, ალბათ.
დღეს ისევ დასავლეის თბილი ქარი უბერავდა. აი ისეთი, სახეზე რომ გეალერსება და ძალაუნბურად ღიმილს გგვრის. საახალწლოდ გამოპრანჭულ ქუჩებში დავდიოდი. ყველაფერი ციმციმებს, ათას ფერად იღვრება. სასეირნო ამინდი იყო და ეს ქარიც...
ძალაუნებურად მხრებს ვიჩეჩავ, ნიკაპს მხარზე ვაფხან და იქეთ ვიხედები საითაც შენ იდექი ხოლმე, მარჯვნივ. ამბობდი-მარცხნივ დგომა არ მიყვარსო... ახლა კი მარჯვნივაც სიცარიელეა და ირგვლივაც. მხოლოდ თბილი ქარია...
თოვლი მინდა. თოვლი.
თეთრი ფაფუკი, დიდი ფანტელები
ცხელ სახეზე რო მასკდება და მადნება. ზამთრის სუსხი მინდა. სითეთრე მინდა და გაუკვალავი თოვლი. თოვლის სიჩუმე და მდუმარება. არ მინდა ეს თბილი ქარი. ის ხომ იქეთკენ მახედებს სადაც შენ არ ხარ.
ძნელია იყო იქ, სადაც ვიყავით ორნი. საოცრად აუტანელია ქალაქიც და გარემოც, გარემო სადაც შენ ტრიალებდი და რომელიც ახლა კატასტროფულ სიცარიელეს-სიმშრალეს განიცდის. ყურს შენი ვერცხლის სიცილი აკლია...
სასაცილოა და ცოტათი სევდიანი. თან ეს ქარიც.. ოო როგორ თბილა...
შორიახლოს გიტრიალებ, პატარა ბავშვივით ვიქცევი და ჩემს თავზე მეცინება. გიტრიალებ და თითქოს არც მაინტერესებს სად ხარ, რას შვები, რას ფიქრობ. არადა ვის ვატყუებ...
ძალიან მინდა რომ დამთვავრდეს ეს მარტოობა. ძალიან. აი ახლაც, მორიგი შეხვედრა მქონდა თბილ ქართან, ისევ მესალბუნა სახეზე, მომიალერსა და გაქრა... ესეც გაქრა.
ცოტა ხანი და "ალბათ" თოვლი მოვა და თოვლთან ერთად შენც???
Comments
Post a Comment