და შენი თმების ოკეანეზე ...


თითქოს სადღაც აქ არის...შენი ლურჯი თვალები...



თმის სურნელი მომნატრებია. გვერდით იდგა და ჩემსენ მოქროლილმა ქარმა გამახსენა ის რაც მომნატრებია. ოდნავ დანამული, ყვავილოვანი სურნელით გაბრუებული სურნელი. ძალიან მინდოდა შევხებდი. ხელით მომეზიდა ჩემსკენ და ხარბად, ღრმათ ჩამესუნთქა. სწორედ ისე ჰაერს რომ კბეჩს წყლიდან ამოყვინთული მყვინთავი. ნებისმიერ სუნამოზე უფრო მათრობელი და მიმზიდველია.სასურველია.



ტუჩზე პომადისგან არაფერი დარჩენოდა, თავადაც წუხდა მაგრამ ეს პომადები ასიეთი გემრიელია. თანაც ეს ჩვევა - ტუჩების კვნეტა - რომ არა კიდე დიდხანს გაძლებდა. ფარული ღიმილი იკრთოდა. დაძაბული. კაურკვეველი ღიმილი. რაღაც, საჭირო სიყვის თქმა რომ გინდა და სიტყვას გპარავს აი ისეთი ღიმილი. შეშველი მხრები სიცივის გამო ებუზებოდა. გრძელი, ლამაზი თითების მოძრაობით ცდილობდა მოეძრო სიცივის თავშალი, მაგრამ არ გამოდიოდა. არც ჩემი პიჯაკის მოხურვა უნდოდა. ეგ არ შეიძლებოდა. ეგ დათმობა იქნებოდა, თითქმის კაპიტულაცია.



არაფერს დავიშურებდი...ერთხელ რომ მას შევხვედროდი...



ტუშით დამძიმებული წამწამების ჩრდილი ფარავდა ლამაზად გაღებილ მაგრამ ძალიან სევდიან, ზალიან მშობლიურ თვალებს. დროდადრო მზერა გაუშეშდებოდა, არ ვიცი ამ დროს მუსიკას უსმენდა თუ ფიქრს მიყვებოდა სადღაც. მერე ჩემს მზერას აწყდებოდა. ჩამაცქერდებოდა თვალებში და ეღიმებოდა. არ ვიცი რაზე. იქნებ იმაზე რომ ძალიან დაჟინებული მზერა მქონდა. მეც ვიგრძენი რომ მთელი არსებით ყურადრებით ვათვალიერებდი, თითქოს მისი მზერის შეიგნით მინდოდა შემეღწია. არა და ასეც იყო. იყო და ვაღწევდი კიდეც. ხო, ასეა ჩემდა გასაკვირადაც. იმდენად შიშველი იყო ჩემთვის მისი სულის სიმები რომ ნებისმიერი მათი შეტოკება არამარტო გრძნობადი, არამედ ხილვადიც იყო ჩემთვის. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის. სხვისთვის კი საჟღარუნო სნსტრუმენტია. და ეს საოცრად მაბრაზებს, საოცრად. მაგრამ ჯიუტია. მაგრამ ლამაზიცაა. მაგრამ საყვარელია და ჩემია. ჩემია თუმცა არა კუთვნილი, არამედ ჩემმიერი, ჩემიანი, მე . თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია.



ისევ და ისევ, მე ვფიქრობ შენზე...



ძალიან მომნატრებია. უზომოდ. პირველად ვიგრძენი რომ გულში რაღაც ჩათბა. რაღაცამ გამოანათა და გალღვა. ოდნავ, მაგრამ საოცარი სითბოთი. არა. არ მინდა ვიფიქრო რომ ეს საღამო მალე დასრულდება. არააა. არ მინდა. ამაზე ფიქრი ყველაფერს აფუჭებს. ნახე, გაიღიმა. მე გამიღიმა? ხო! რაა? აა, სიმღერა გაგახსენდა? ხო ისარის მე რო გიძღვნიდი. ახლაც შენ გეძღვნება. განა რამე შეიცვალა? არა, ეს ჩემში არ შეცვლილა. ჩემში. ერთი წელი მარტოობის და ერთი საღამო შენთან ერთად, აი აქ დგომის.შენი ცქერის, შენით ტკბობის.



და შენი თმების ოკეანეზე....



ნინო ქათამაძის კონცერტი. ბათუმი. ტარაბუა.

Comments

  1. მეც ვიყავი იმ კონცერტზე და ახლა ვფიქრობ, ვცდილობ წარმოვიდგინო წყვილი რომელიც იქ იდგა ან ბიჭი რომელიც ამდენ რამეზე ფიქრობდა იქ მდგომი.


    როგორია იცი? არც ბაანალური, არც ზედმეტი არცერთი სიტყვა, ძალიან უბრალო, მარტივი თბილი და გულახდილი.

    ReplyDelete
  2. :) დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.

    მართალია. იქ რომ ვიდექი ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი...

    ReplyDelete
  3. მაგ კონცერტზე მეც ვიყავი და ანალოგიური გრძნობა გამიჩნდა... რომ გიყვარს და გენატრება "ერთი წელი მარტოობის და ერთი საღამო შენთან ერთად" და ის ერთი რა მალე გადის , და რა უსასრულოა ლოდინი ........

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ძილი ნებისა

დასავლეთის ქარი

მიყურე