თმის სურნელება შენი










ჩუმად, სიჩუმე არ დააფრთხო. მოდი მოუსმინე... ზოგჯერ ის ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვეუბნება. ჩვენ კი ვხმაურობთ და ყურს არ ვუგდებთ..
ჩუუუ... სიჩუმეს მოუსმინე...
ის ბროლივით მტვრევადი და ნაზია... ნახე!? მოუსმინე


შენი ხელების სითბო, შენი თვალების ფერი.
ხომ არ გეწყინა ვფიქრიბ, წუხელ დავთვერი შენით.
არეულ ფიქრებს ვაწყობ, შენს თავს დავეძებ მზერით
ჩემს თითებს ახლაც ასდის თმის სურნელება შენი.
შენი ბაგეთა სიტკბო, ჩუმი ჩურჩულით ღამით
უნაზეს სიზმარს ჰგავდა გუშინ შეხება  მათი.
შენი სიწითლეც მახსოვს, გახვევა ვნების ალში,
როგორ ვეძებდით ნაპირს აშლილ ვნებათა ზღვაში.
კოცნით დავაშრე სევდა ცრემლით ავსილი თვალის,
შენი ღიმილის ვერცხლით გული გამდიდრდა ლამის.
ღამე გვეფარა საბნად, ზეწრად კი შუქი მთვარის.
ახლაც მცხუნვარედ იწვის იმ კაეშანის ალი.
ჩვენ ორნი ისევ ვკლავდით ერთურთის ნდომის წყურვილს,
ვუმკლავდებოდი ვეღარ ბაგეთა შერწყმის სურვილს.
ჭიდილში დაღლილ სულებს ჩუმად გვეპარა რული,
და უკვე ღამის რითმზე წყნარად გვიცემდა გული.
დილით შენს სახეს ადგა ბედნიერების სხივი,
ზეცად ავიდა ჩვენი წუხელ შეთხზული მითი.
შენი ხელების სითბო, ჩუმად ნდათქვამი ფიცი
დრომ რომც გავიდეს მაინც არ დაირღვევა ვიცი...
შენი ხელების სითბო, შენი თვალების ფერი.
ხომ არ გეწყინა ვფიქრიბ, წუხელ დავთვერი შენით.
არეულ ფიქრებს ვაწყობ, შენს თავს დავეძებ მზერით
ჩემს თითებს ახლაც ასდის თმის სურნელება შენი.








Comments

  1. არა რა, მომწონს ეს ბლოგი. "ზეცად ავიდა ჩვენი წუხელ შეთხზული მითი" მაგარიააა....

    ReplyDelete
  2. აღარც მახსოვს პირველად როდის მოვხვდი ამბლოგზე, მაგრამ მოვხვდი და შემიყვარდა... მას შემდეგ მუდმივად ვკითხულობ და ძალიან მომწონს, ყველა ნაწერში იმდენი ემოციაა გავსებს...:)

    ReplyDelete
  3. ra magariaaaaaaaa...... :))) vis miudzgveni, vinaris sheni muza?? ))))

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts