ციცინათელები




ზაფხულის ღამე...



ჩამოწოლილი ბინდით ვერ დამალული ჩინური ბღის კონტურები...


პატარა ბილიკით წაყროსკენ გაპარული ორი ადმიანი...

ბედნიერებით გაჟღენთილი ჰაერი...

ჯიბიდან ძლივს ამოღებული პატარა ფუთა...

ბინდში ამონათებული ორი პატარა ვერცხლის ბეჭედი...

ადრე ნაპოვნი და მძივებივით აკინძული, ახლა კი დაპნეული სიტყვების ასხმა...

თვალებში ნაპოვნი პასუხი...

დიდი მას, მომცრო რგოლი  შენ...


შენს ხელში მისი თხელი თითები და მათგან გადმოსული საამო ღელვა...

მე შენ მიყვარხარ...

მეც მიყვარხარ...

და მეყვარები მანამ, სანამ არსებობს მზე, მთვარე ...

და ვარსკვლავები....



სავსე მთვარის შუქზე დადებული ფიცი და ამ ფიცის მოწმე ათიათასობით ციცინათელა. 

ციცინათელების მაყრიონი, 

ციცინათელების გვირგვინი და ციცინათელებით განათებული გზა...


წინ შემოდგომა და დიდი ზამთარია...

მერე რა?!

ყელაფერი კარგად იქნება...



to be continued...



Comments

  1. ციცინათელებზე სულ მგონია რომ ბაბუას ეზოში ვარ იმერეთში და პლედშიგახვეულიპატარამე აივნიდან ვითვლი ციცინათელებს, თან დათვლას ვსწავლობ და თან ვფიქრობ, ნათელა დეიდაჩემია და რატომ არ ანათებს, ციცი რომ არ ყავს თქო?
    :)

    ხოოდა, ბაბუას ეზოში უკვე წლებია არ ჩავსულვარ, რაც დაიღუპა, იმის მერე.
    მგონია რომ რაც მე გავიზარდე და ბაბუა აღარ არის და დათვლა მაინც ვერ შევიყვარე, ციცინათელებსაც რაღა აზრი აქვს.

    ხოოდა, კაია, რომ ეგ ყველაფერი გამახსენე :* თან ლამაზი იყო :)

    ReplyDelete
  2. светлячки... обожаю их. а ты большой романтик, редко сегодня встретишь таких людей.
    и завидую ей ;)
    п.с пиши почаще и по больше

    с.л

    ReplyDelete
  3. @nastasia სამაგიეროდ ციცინათელების გახსენებაზე ხო გაგონდება ბაბუას ეზო და აივანი :) ესეიგი რაღაც აზრი მაინც ქონიათ ციცინათელებს ;)
    @ანონიმო ს.ლ. დიდი ლადლობა კომენტარისთვის. შევეცდები ბევრი ვწერო :) მთავარია იყოს საწერი თემა ;)

    ReplyDelete
  4. კი,კი, აზრი როგორ არ აქვთ, სხვა თუ არა, როგორი ლამაზები არიან ;)

    ReplyDelete
  5. კი, გეთანხმები.

    ReplyDelete
  6. cicinatelebi....
    gamaxsenda chemi saxli, sadac gavizrde, ezoshi ulamazesi yvavilebi gvqonda, gansakutrebit miyvarda ulamazesi yvavilebit shemosili buchqi da icit ratom? rogorc ki dabinddeboda, mis irgvliv sinatle iwyebda cimcims. pirvelad roca davinaxe ar vicodi ra iyo, gaognebuli, fartod tvalebgaxelili vuyurebdi tu rogor "dafrinavda" sinatle, mere asantis kolofshi davichire sinatlis namceci da dzalian bednieri viyavi, me xom sheudzlebeli shevdzeli, sinatle davichire :)) mere gavizarde da "mfrinavi sinatlis" saxeli gavige - cicinatela

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts